长城

( ჩინეთის დიდი კედელი )

ჩინეთის დიდი კედელი (ჩინ. დამწ. 長城, упр. 长城, ფინინი: Chángchéng, სიტყვასიტყვით: „გრძელი კედელი“ ან ჩინ. დამწ. 萬里長城, იეროგლ. 万里长城, ფინინი: Wànlǐ Chángchéng, სიტყვასიტყვით: „გრძელი კედელი 10 000 ლის“) — ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.

ისტორია

დიდი კედლის პირველი უბნების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. იმპერატორ ცინ შიხუანდის მიერ მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად. მშენებლობა მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე თითქმის მე-17 საუკუნემდე. მშენებლობაში მონაწილეობდა მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის მეხუთედი ე.ი. დაახლოებით 2 მილიონმდე ადამიანი. კედელს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა ჩინური ცივილიზაციის საზღვრები. იგი უნდა დახმარებოდა ახლადდაპყრობილი სამეფოების ერთიან იმპერიად კონსოლიდაციის პროცესს.

პირველი პერიოდის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელიწადი და მრავალრიცხოვან პრობლემას დაეჯახა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა: არ იყო გზები, არ იყო საკმარისი რაოდენობით წყალი არც სამუშაოს დროულად საწარმოებლად და არც სასმელად მუშებისათვის. არ იყო საკმარისი საკვები.

მუშათა რიცხვი ერთდროულად 300 ათასს აღწევდა, ხოლო საერთო მონაცემებით ცინების პერიოდში მათმა რაოდენობამ 2 მილიონამდე მიაღწია.

მშენებლობისათვის იყენებდნენ მონებს, ჯარისკაცებს, გლეხებს. ეპიდემიებისა და მძიმე სამუშაო პირობებისაგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. კედლის მშენებლობისათვის მოსახლეობის მობილიზაცია იწვევდა სახალხო აჯანყებებს, რაც ცინის დინასტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

თავად გარემო იყო მეტისმეტად რთული ასეთი გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობისათვის. კედელი მიუყვებოდა პირდაპირ მთიან ქედებს. ამასთან, მას უნდა დაეძლია როგორც სიმაღლეები, ასევე, ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმა ხეობები. თუმცა სწორედ ამან განაპირობა ნაგებობის თავისებური უნიკალურობა - უჩვეულოდ ბუნებრივად არის შერწყმული ლანდშაფტში და მასთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიანობას.

კედლის დიდი ნაწილი აშენდა პრიმიტიული მასალებით, ძირითადად, დატკეპნილი მიწით. ფენებად ურევდნენ მასში ადგილობრივ მასალებს - თიხას, კენჭებს და სხვ. ასეთი მასალის დიდი ნაწილის მოპოვება ადგილზე შეიძლებოდა. ზოგჯერ იყენებდნე აგურს, მაგრამ არა გამომწვარს, არამედ, მზეზე გამომშრალს.

აშკარაა, სწორედ სამშენებლო მასალებიდან გამომდინარე უწოდეს კედელს ჩინური ხალხური სახელწოდება — „მიწის დრაკონი“. ცინების პერიოდშივე ზოგიერთ უბანზე დაიწყეს ქვის ფილების გამოყენება. ისისნი განთავსებული იყო კომპაქტურად დატკეპნილი მიწის ფენებში. ქვის კონსტრუქციების ფართო გამოყენება ხდებოდა კედლის აღმოსავლეთის ნაწილზე, სადაც ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას უფრო მეტად იძლეოდა.

Photographies by:
Severin.stalder - CC BY-SA 3.0
User:Doron - CC BY-SA 3.0
Notyourbroom - CC BY 3.0
Statistics: Position
7
Statistics: Rank
4610958

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
641598372Click/tap this sequence: 7198
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჩინეთის დიდი კედელი ?

Booking.com
493.200 visits in total, 9.217 Points of interest, 405 Destinations, 101 visits today.