აკომა (ინგლ. Acoma) — ინდიელთა პუებლო („დაბა“) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რეზერვაციის ტერიტორიაზე ქალაქ ალბუკერკეს დასავლეთით, 89 კმ-ზე (34°53′47″ ჩ. გ. 107°34′55″ დ. გ.). ასევე ცნობილია სკაი-სიტის („Sky City“) სახელწოდებით. მოსახლეობა: 3 011 (2010).

აკომას პუებლო შედგება ქვიშაქვის ციცაბო გორაკზე (სიმაღლე — 109 მ) ტერასებად განლაგებული ქვითა და ალიზით ნაშენები ტრადიციული სახლებისგან. პირველი დასახლება აქ X საუკუნეში გაჩნდა და აშშ-ის ტერიტორიაზე უძველეს უწყვეტად დასახლებულ ადგილად ითვლება. 1540 წელს ესპანელი ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო მას მსოფლიოში ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით ადგილად მოიხსენიებდა. 1629-1641 წლებში მისიონერებმა სან-ესტებან-დელ-რეის სახელით ცნობილი ეკლესია ააგეს. პუებლო აშშ-ის ეროვნული ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

Photographies by:
Scott Catron - CC BY-SA 2.0
Beyond My Ken - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
3743
Statistics: Rank
31651

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
495178236Click/tap this sequence: 9375
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near აკომა ?

Booking.com
499.729 visits in total, 9.227 Points of interest, 405 Destinations, 174 visits today.