बंगाल बाघ ( ბენგალური ვეფხვი )

ბენგალური ვეფხვი — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ვეფხვის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვესახეობაა. 2011 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა შეადგენდა 2500-ს. 2010 წლიდან შეყვანილია წითელი წიგნის საფრთხეში მყოფი სახეობების სიაში.

ბენგალური ვეფხვის რაოდენობა ინდოეთში 2010 წლიდან 2014 წლამდე გაიზარდა 1,706–1,909-დან 2,226-მდე. ბანგლადეშში 440, ხოლო ნეპალში 163–253. 2015 წელს მათი რაოდენობა ბჰუტანში შეადგენდა 103-ს.

ბენგალური ვეფხვი წარმოადგენს ინდოეთის და ბანგლადეშის ეროვნულ ცხოველს.