ბჰუტანი

ბჰუტანი (ძონგკხა: འབྲུག་ཡུལ་) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა 2012 წლის მიხედვით 742 737 ათასი კაცია. ქვეყნის ტერიტორია ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ 47 000 კვ. კმ-დან 38 394 კვ. კმ-მდე შემცირდა.

ისტორია
 
ბჰუტანის ფიზიკური რუკა

მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია 2000 წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში პუნაქაში ხანძრის შედეგად განადგურებული ბიბლიოთეკაა. ამდენად, ქვეყნის ისტორია ნახევრად ლეგენდების დონეზა ცნობილი. ბუდიზმმა ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ, ჯერ კიდევ II საუკუნეში შეაღწია. მეფემ, ტიბეტა სონგცე ტამპომ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი ტაძარი (კაიჩუ ლაკხანგი პაროში და ჯამბეი ლაკხანგი ბუმტანგში), რომლებიც დღემდე არსებობენ და რელიგიური რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, დრუკპა კაგიუ, სათავეს იღებს ცანგპა გიარე ეშე დორჟისაგან, რომელმაც ტიბეტში, ქალაქ რალუნგში, დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი მღვდელი და მხატვარი ნგავანგ ნიამგალი (შაბდრუნგი) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე ბრახმაპუტრაზე.

ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფე უგენ ვანგჩუკმა. პირველი მეფე, რომელმაც 1907 წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. 1920 წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმა ინგლისთან და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ ინგლისი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.

 
ტაკშანგის მონასტერი

1949 წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არც გაეროში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოც მსოფლიო ამ ქვეყანას განიხილავდა როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი. 1952 წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფე ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი, რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველეყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ 1971 წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.

 
რინპუნგ ზონგი

ბჰუტანის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა 1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა. 1998 წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. 2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.

Photographies by:
Statistics: Position
1495
Statistics: Rank
81680

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
495136827Click/tap this sequence: 8211
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბჰუტანი ?

Booking.com
492.589 visits in total, 9.212 Points of interest, 405 Destinations, 72 visits today.