Bixby Bridge

( ბიქსბი-კრიკის ხიდი )

ბიქსბი-კრიკის ხიდი (ინგლ. Bixby Creek Bridge), ასევე ცნობილია როგორც ბიქსბის ხიდი — რკინა-ბეტონის თაღოვანი ხიდი ბიგ-სიურში, კალიფორნიის შტატში. ხიდი მდებარეობს 190 კმ (120 მილი) სამხრეთით სან-ფრანცისკოდან. სანამ ხიდი გაიხსნებოდა 1932 წლამდე, ზამთარში პრაქტიკულად წყდებოდა მიმოსვლა ბიგ-სიურში, რადგან ძველი სანაპიროს გზა გაუვალი ხდებოდა, რომლის სიგრძეც 18 კმ-ია (11 მილი). ხიდის აშენების ბიუჯეტი იყო 199 861 $ (3,5 მილიონის ექვივალენტი 2014 წლისთვის) და ის იყო ყველაზე გრძელი ბეტონის თაღოვანი ხიდი 98 მ-ზე (320 ფუტი) კალიფორნიის შტატის საგზაო სისტემაში. ბიქსბის ხიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერთმალიანი ხიდი, რომელიც ხშირად ხვდება ფოტოკამერების ობიექტივში მისი ადგილმდებარეობის და ესთეტიკური დიზაინის გამო.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
289145763Click/tap this sequence: 5221
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბიქსბი-კრიკის ხიდი ?

Booking.com
491.423 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 49 visits today.