ჩევაპი

ჩევაპი (სერბ.-ხორ. Ćevapi / Ћевапи) ან ჩევაპჩიჩი (სერბ.-ხორ. Ćevapčići / Ћевапчићи) — დაკეპილი შემწვარი ხორცისგან და დამატებით სხვა ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძი. ბალკანური სამზარეულოს ნაწილია. მიიჩნევა ბოსნიელებისა და სერბების ეროვნულ კერძად. გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებშიც.