Barcelona

ბარსელონა
Canaan - CC BY-SA 4.0 SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 Canaan - CC BY-SA 4.0 Jun Seita - CC BY 2.0 Enfo - CC BY-SA 3.0 Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0 Jorge Láscar from Australia - CC BY 2.0 Mikipons - CC BY-SA 3.0 es SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 Jorge Franganillo - CC BY 3.0 SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 Mirkaah - CC BY-SA 3.0 Petergm_official - CC BY-SA 4.0 David.gaya - CC BY-SA 2.5 Jun Seita - CC BY 2.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Bert Kaufmann from Roermond, Netherlands - CC BY-SA 2.0 Canaan - CC BY-SA 4.0 Enric - CC BY-SA 4.0 Jorge Láscar from Australia - CC BY 2.0 Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0 SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 Harvey Barrison from Massapequa, NY, USA - CC BY-SA 2.0 Andrew Bone from Weymouth, England - CC BY 2.0 Pere Ramon - CC BY-SA 3.0 SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 - Public domain Txllxt TxllxT - CC BY-SA 4.0 Txllxt TxllxT - CC BY-SA 4.0 Antonio Wijkmark - CC BY-SA 2.0 Tim Lloyd from Chester, England - CC BY 2.0 John Samuel - CC BY-SA 4.0 Cementiris de Barcelona, S.A. - Attribution ChristianSchd, Xavier Badia Castellà, Amadalvarez, Balou46 - CC BY-SA 3.0 Thomas Ledl - CC BY-SA 4.0 Enric - CC BY-SA 4.0 Antonio Wijkmark - CC BY-SA 2.0 Enfo - CC BY-SA 3.0 es Enfo - CC BY-SA 3.0 Baikonur - CC BY-SA 3.0 Bewahrerderwerte - CC BY-SA 4.0 default Enric - CC BY-SA 4.0 Canaan - CC BY-SA 4.0 Manuel pino - CC BY-SA 3.0 Vl41175 at English Wikibooks - Public domain SBA73 from Sabadell, Catalunya - CC BY-SA 2.0 Vl41175 at English Wikibooks - Public domain No images

Context of ბარსელონა

ბარსელონა (კატ. Barcelona [bəɾsəˈɫonə], ესპ. Barcelona [baɾθeˈlona]) — კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი კი 101,4 კმ²-ია. ბარსელონის ურბანული არეალი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და 803 კმ² ფართობზე ვრცელდება, სადაც მოსახლეობა 4 200 000 - 4 500 000 ადამიანს აღწევს, რის შედეგადაც იგი მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული არეალია ევროკავშირში, პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდისა და მილანის შემდეგ. ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე. იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში, რომლის მოსახლეობაც 636 კმ²-ზე 3 218 071 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — ლიობრეგატისა და ბესოსის შესართავებს...დაწვრილებით

ბარსელონა (კატ. Barcelona [bəɾsəˈɫonə], ესპ. Barcelona [baɾθeˈlona]) — კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი კი 101,4 კმ²-ია. ბარსელონის ურბანული არეალი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და 803 კმ² ფართობზე ვრცელდება, სადაც მოსახლეობა 4 200 000 - 4 500 000 ადამიანს აღწევს, რის შედეგადაც იგი მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული არეალია ევროკავშირში, პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდისა და მილანის შემდეგ. ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე. იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში, რომლის მოსახლეობაც 636 კმ²-ზე 3 218 071 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — ლიობრეგატისა და ბესოსის შესართავებს შორის, დასავლეთით შემოსაზღვრულია სერა-დე-კოლსეროლის ქედით (512 მ).

ბარსელონა რომაელებმა დააარსეს, მაგრამ შემდეგში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი გახდა. არაგონის სამეფოსთან შერწყმის შემდეგ, ბარსელონა არაგონების სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მტრის ალყის მოწმე თავის გარშემო, ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და დღეისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ტურისტული დანიშნულების ადგილია. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ანტონიო გაუდისა და ლუის დომენიკ ი მონტანერის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბარსელონაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის კავშირის შტაბ-ბინა. ქალაქმა უმასპინძლა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც მსოფლიო კლასის კონფერენციებსა და გამოფენებს, მათ შორის, 1888 წლის ბარსელონის მსოფლიო გამოფენას (Exposición Universal de Barcelona), 1929 წლის ბარსელონის საერთაშორისო გამოფენას (Expo 1929), 2004 წლის კულტურების საყოველთაო ფორუმს და 2004 წლის მსოფლიოს ურბანულ ფორუმს.

დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს ანიჭებს. მართლაც, იგი სამხრეთ-დასავლეთ ევროპის (იბერიის ნახევარკუნძული) მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, 26-ე მსოფლიოში (მოსკოვის შემდეგ და დუბაის წინ) და მზარდი ფინანსური ცენტრია. 2009 წელს, ის ევროპაში მეოთხე საუკეთესო ქალაქად დასახელდა ბიზნესისთვის. ბარსელონაში მდებარეობს ევროპის მთავარი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვაზე, ისევე როგორც ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 34 მლნ ადამიანს იღებს. ქალაქი ასევე ფლობს ფართო ავტოსტრადების ქსელს და წარმოადგენს ჩქაროსნული რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.

ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით, ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მეოთხე ევროპაში, პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ. ჟურნალ „მონოკლის“ თანახმად, იგი მსოფლიოში მე-14 საუკეთესო საცხოვრებლად ვარგისი ქალაქია. €177 მილიარდის ღირებულების პროდუქციის წარმოებით, ბარსელონა მეოთხე უმდიდრესი ქალაქია ევროპაში მშპ-ის მიხედვით და 35-ე მსოფლიოში. შედეგად, ევროსტატის თანახმად, მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე €39 859-ს შეადგენს, რაც 44%-ით მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, შემოსავალი ერთ სულზე კი €80 894.. მსგავსი მონაცემებია სხვა სტატისტიკაშიც — ბარსელონა 29-ე ადგილზეა პერსონალური შემოსავლების მქონე ქალაქთა სიაში, რომელსაც ციურიხი პირველობს. 2009 წელსვე, ბარსელონა დაასახელეს ევროპის მესამე ყველაზე წარმატებულ ქალაქ-ბრენდად. რას შეეხება მოდას, ბარსელონა მოდის მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქია მსოფლიოში. ამავე დროს, მას მიენიჭა ევროპის მეოთხე საუკეთესო ბიზნეს-ქალაქისა და ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებადი ევროპული ქალაქის სტატუსი წლიური 17%-იანი ზრდით. მსოფლიო კომერციულ ცენტრებს შორის, ბარსელონა მეორე ადგილს იკავებს ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.

112 things to do in ბარსელონა

Top 19 essentials in ბარსელონა

სხვა 93 things to do in ბარსელონა

Phrasebook

ორი
Dos
სამი
Tres
ოთხი
Quatre
ხუთი
Cinc
Ექვსი
Sis
შვიდი
Set
რვა
Vuit
ცხრა
Nou
ათი
Deu
წყალი
Aigua
დახმარება!
Ajuda!
დალიე
Beure

Where can you sleep near ბარსელონა ?

Booking.com
490.184 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 59 visits today.