Nederland
ნიდერლანდებიContext of ნიდერლანდები
ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში. ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის — ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისათვის მისი თორმეტი პროვინციიდან ამ სახელწოდებით მხოლოდ ორია ცნობილი — (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).
ნიდერლანდების ტერიტორიის 20 % (სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21 % ცხოვრობს) ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს, ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს. სწორედ ამ ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლიდან მოხდა ქვეყნის სახელწოდებ...დაწვრილებით
ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში. ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის — ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისათვის მისი თორმეტი პროვინციიდან ამ სახელწოდებით მხოლოდ ორია ცნობილი — (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).
ნიდერლანდების ტერიტორიის 20 % (სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21 % ცხოვრობს) ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს, ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს. სწორედ ამ ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლიდან მოხდა ქვეყნის სახელწოდების დამკვიდრება როგორც მშობლიურ — Nederland, ასევე სხვა ევროპულ ენებზეც (გერმანულად: Niederlande, პორტუგალიურად: Países Baixos, ხორვატიულად: Nizozemska, ესპანურად: Países Bajos, ფრანგულად: Les Pays-Bas, შვედურად: Nederländerna, ნორვეგიულად: Nederland, იტალიურად: Paesi Bassi, ბერძნულად: Κάτω Χώρες, ფინურად: Alankomaat), რაც ითარგმნება როგორც დაბალი ქვეყანა. ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ტერიტორიების უმეტესობა საუკუნეების მანძილზე ხელითაა შექმნილი. ნიდერლანდების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ევროპის სამი მნიშვნელოვანი მდინარის ესტუარს — რაინი-მაასი-შელდის დელტას.
More about ნიდერლანდები
- Currency ევრო
- Native name Nederland
- Calling code +31
- Internet domain .nl
- Speed limit 130
- Mains voltage 230V/50Hz
- Democracy index 8.96
- Population 17590672
- Area 41543
- Driving side right