Portugal

პორტუგალია
fulviusbsas - CC BY-SA 3.0 No machine-readable author provided. Juntas assumed (based on copyright claims). - Public domain Alvesgaspar - CC BY-SA 4.0 Diego Delso - CC BY-SA 4.0 Peter K Burian - CC BY 4.0 No machine-readable author provided. Juntas assumed (based on copyright claims). - Public domain Thomas from Vienna, Austria - CC BY 2.0 Fernando Jose Cantele - CC BY-SA 4.0 HGW-VW24 - Public domain Manuel Silveira - CC BY-SA 4.0 Olga1969 - CC BY 4.0 Rosino - CC BY-SA 2.0 Fernando Jose Cantele - CC BY-SA 4.0 Bengt Nyman - CC BY 2.0 Marian78ro - CC BY-SA 4.0 Alvesgaspar - CC BY-SA 4.0 David Galán - CC BY-SA 4.0 Nicotappero - CC BY-SA 4.0 Rockysantos - CC BY-SA 4.0 Rafael Marques from Espinho - Aveiro, Portugal - CC BY 2.0 Vitor Oliveira from Torres Vedras, PORTUGAL - CC BY 2.0 Jeff & Brian from Eastbourne - CC BY-SA 2.0 Łukasz Dzierżanowski - CC BY 2.0 Alexander Kozyrev - Public domain Edna Winti - CC BY 2.0 Silas Szwarcberg Cunha - CC BY-SA 4.0 Flávio de Souza - Public domain Tobias Scheck from Chemnitz - CC BY 2.0 Dronepicr - CC BY 3.0 Fernando Jose Cantele - CC BY-SA 4.0 Dicklyon - CC BY-SA 4.0 Duca696 - CC BY-SA 3.0 Ray Swi-hymn from Sijhih-Taipei, Taiwan - CC BY-SA 2.0 Vitor Oliveira from Torres Vedras, PORTUGAL - CC BY-SA 2.0 Alexvives04 - CC BY-SA 3.0 MarioM - Public domain Mister No - CC BY 3.0 Marco Varisco from Albany, New York, USA - CC BY-SA 2.0 Paolo Querci - CC BY-SA 3.0 Fernando Jose Cantele - CC BY-SA 4.0 larahcv - CC0 Dicklyon - CC BY-SA 4.0 Sandra Vallaure from Seville, Spain - CC BY 2.0 Jean-Michel Brunet - CC BY 2.0 Marian78ro - CC BY-SA 4.0 Mathieu Marquer from Paris, FRANCE - CC BY-SA 2.0 Singa Hitam - CC BY 2.0 Arne Müseler - CC BY-SA 3.0 de Marco Varisco from Albany, New York, USA - CC BY-SA 2.0 No images

Context of პორტუგალია

პორტუგალია (პორტ. República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. პორტუგალიის შემადგენლობაში შედის ასევე ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა, რომლებიც წარმოადგენენ ავტონომიურ რეგიონებს და გააჩნიათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა. ოფიციალურ და სახელმწიფო ენას წარმოადგენს პორტუგალიური.

პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი ეროვნული სახელმწიფოა და ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოთაგანია, რომლის ტერიტორია პრეისტორიული დროიდან მოყოლებული მუდმივად იყო დასახლებული, ხდებოდა მისი დაპყრობა და შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღევანდელი პორტუგალიის ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, რასაც მოჰყვა ტერიტორიის დაპყრობა ქრონოლოგიურად ფინიკიელ-კართაგენელების, ძველი ბერძნების და რომაელების მიერ. შემდგომ პერიოდში მოხდა სვებების და ვესთგუთების შემოსევები და მათ მიერ ტერიტორიის დაპყრობა. იბერიის ნ...დაწვრილებით

პორტუგალია (პორტ. República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. პორტუგალიის შემადგენლობაში შედის ასევე ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა, რომლებიც წარმოადგენენ ავტონომიურ რეგიონებს და გააჩნიათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა. ოფიციალურ და სახელმწიფო ენას წარმოადგენს პორტუგალიური.

პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი ეროვნული სახელმწიფოა და ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოთაგანია, რომლის ტერიტორია პრეისტორიული დროიდან მოყოლებული მუდმივად იყო დასახლებული, ხდებოდა მისი დაპყრობა და შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღევანდელი პორტუგალიის ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, რასაც მოჰყვა ტერიტორიის დაპყრობა ქრონოლოგიურად ფინიკიელ-კართაგენელების, ძველი ბერძნების და რომაელების მიერ. შემდგომ პერიოდში მოხდა სვებების და ვესთგუთების შემოსევები და მათ მიერ ტერიტორიის დაპყრობა. იბერიის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში მუსლიმთა გამარჯვების შემდეგ, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ალ-ანდალუსიის შემადგენლობაში შედიოდა.

პორტუგალიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოხდა ადრეული ქრისტიანული რეკონკისტის დროს. 868 წელს წარმოქმნილმა პორტუგალიის საგრაფომ ცნობადობა აიმაღლა სან მამედის ბრძოლის შემდეგ (1128). ოურიკეს ბრძოლის შემდეგ ჩამოყალიბდა პორტუგალიის სამეფო, ხოლო ლეონის სამეფოსგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა ზამორას ხელშეკრულების შედეგად (1143).

XV და XVI საუკუნეებში, პორტუგალიამ დააფუძნა პირველი გლობალური საზღვაოსნო და სავაჭრო იმპერია, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ძალას. ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც დღეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქად ვიცნობთ, პორტუგალიელმა მეზღვაურებმა დაიწყეს და ამით გზა გაუკაფეს საზღვაოსნო ექსპედიციებს, განსაკუთრებით პრინცი ენრიკე ნავიგატორისა და მეფე ჟუან II-ის სამეფო მფარველობის ქვეშ, ისეთი მნიშვნელოვანი მოგზაურობით, როგორიცაა ბართოლომეუ დიაშის ექსპედიცია კეთილი იმედის კონცხის გავლით (1488), ვასკო და გამას მიერ ინდოეთამდე საზღვაო მარშრუტის აღმოჩენა (1497–98) და ევროპული აღმოჩენა ტერიტორიისა, რომელზეც შემდეგ დაარსდა ბრაზილია (1500). ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიამ მოახდინა სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზება, ხოლო 1494 წლის 7 ივნისს დადებული ტორდესილასის ხელშეკრულების მიხედვით ახლად აღმოჩენილი ტერიტორიები ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაიყო გამყოფი ხაზით - დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანით. შესაბამისად, თავისი სამხედრო კამპანიებით იმპერიამ გაფართოება პოვა აზიაში. ისეთმა შემთხვევებმა, როგორიცაა 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრა, ქვეყნის ოკუპაცია ნაპოლეონის ომების დროს და ბრაზილიის დამოუკიდებლობა (1822), დიდწილად გააუფერულა ქვეყნის წინანდელი სიდიადე.

1910 წლის რევოლუციის შედეგად მონარქიის დამხობის შემდეგ, დაფუძნდა დემოკრატიული, მაგრამ არასტაბილური პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც შემდგომ შეიცვალა ესტადო-ნოვო-ს (პორტუგალიის მეორე რესპუბლიკა) ავტორიტარული რეჟიმით. დემოკრატია აღდგა მიხაკების რევოლუციის შემდეგ (1974), რამაც დაასრულა პორტუგალიის კოლონიური ომი. ცოტა ხნის შემდეგ, ოკეანის და ზღვების გადაღმა მდებარე ყველა მის კოლონიას დამოუკიდებლობა მიენიჭა. მაკაოს ჩინეთზე გადაცემამ (1999) დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კოლონიური იმპერიის არსებობა.

პორტუგალიამ მთელს მსოფლიოში ღრმა კულტურული, არქიტექტურული და ლინგვისტური გავლენა მოახდინა - დაახლოებით 250 მილიონი პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე (ლუზოფონები) და პორტუგალიური ენის საფუძველზე მიღებული საკონტაქტო ენები. ის განვითარებული ქვეყანაა ძლიერი ეკონომიკით და მაღალი ცხოვრების დონით. დამატებით, ის მაღალ პოზიციებზე დგას მორალური თავისუფლების (მე-2), მშვიდობიანობის (მე-3), დემოკრატიის (მე-7), პრესის თავისუფლების (მე-10), სტაბილურობის (მე-15), სოციალური პროგრესის (მე-18), და კეთილდღეობის (26-ე) რეიტინგში. გაეროს და ევროკავშირის წევრი, პორტუგალია იყო ნატოს, ევროზონის, ეთგო-ს და  პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.

More about პორტუგალია

Basic information
  • Currency ევრო
  • Native name Portugal
  • Calling code +351
  • Internet domain .pt
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 7.9
Population, Area & Driving side
  • Population 8857716
  • Area 92225
  • Driving side right

Phrasebook

ორი
Dois
სამი
Três
ოთხი
Quatro
ხუთი
Cinco
Ექვსი
Seis
შვიდი
Sete
რვა
Oito
ცხრა
Nove
ათი
Dez
გახსენით
Abrir
წყალი
Água
დახმარება!
Ajuda!

Where can you sleep near პორტუგალია ?

Booking.com
493.388 visits in total, 9.217 Points of interest, 405 Destinations, 193 visits today.