România
რუმინეთიContext of რუმინეთი
რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238 397 კმ² და ევროპაში სიდიდით მე-12 ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობთ ევროკავშირის ქვეყნებში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და 2019 წლის მონაცემებით 19,405,156-ს შეადგენს.
რუმინეთის დედაქალაქი და ასევე ტერიტორიულად უდიდესი ქალაქი , ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი 1862 წლიდან არის ბუქარესტი (Municipiul București), ბუქარესტში 2019 წლის მდგომარეობით 1,87 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სხვა მსხვილი ქალაქებია: კლუჟ-ნაპოკა, ტიმიშოარა, იასი, კონსტანცა, კრაიოვა და ბრაშოვი.
თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო 1859 წელს შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა.
More about რუმინეთი
- Currency რუმინული ლეი
- Native name România
- Calling code +40
- Internet domain .ro
- Mains voltage 230V/50Hz
- Democracy index 6.4
- Population 19053815
- Area 238397
- Driving side right