El Celler de Can Roca

El Celler de Can Roca - რესტორანი ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ ჟირონაში. გახსნილი იყო 1987 წელს ძმები როკების - ჯონის, ჯოზეფის და ჯორდის მიერ. პირველად მდებარეობდა ძმების მშობლების 1967 წლიდან მომუშავე რესტორნის "Can Roca" - ს გვერდით [1], მაგრამ 2007 წელს რესტორანი განგებ აშენებულ ახალ შენობაში გადავიდა. კრიტიკების მიერ რესტორანმა კარგი შეფასება მიიღო და სამი მიშლენის ვარსკლავი მიენიჭა. ჟურნალ "Restaurant"-ის მიერ სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად 2013, 2015 და 2018 წელს [2]; 2011, 2012 და 2014 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა.


რესტორნის მენიუში ჭარბობს ტრადიციული კატალანური სამზარეულო გარკვეული ცვლილებებით, რომლებსაც მიშლენის გზამკვლევი აღწერს როგორც "კრეატიულს", The Times კი როგორც "ტრადიციულს ცოტაოდენი სურეალიზმით". გამოირჩევა კერძების უჩვეულო გარეგნობით, მაგ. კარამელიზირებული ზეთისხილი ბონსაის ხეზე. მენიუში შედის სუნამოებით შთაგონებული კერძები. რესტორანს აქვს ღვინის მარანი 60000 შენახული ბოთლით. ჯონი, უფროსი ძმა, რესტორნის უფროსი შეფია, ჯოზეფი, შუ...დაწვრილებით

El Celler de Can Roca - რესტორანი ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ ჟირონაში. გახსნილი იყო 1987 წელს ძმები როკების - ჯონის, ჯოზეფის და ჯორდის მიერ. პირველად მდებარეობდა ძმების მშობლების 1967 წლიდან მომუშავე რესტორნის "Can Roca" - ს გვერდით [1], მაგრამ 2007 წელს რესტორანი განგებ აშენებულ ახალ შენობაში გადავიდა. კრიტიკების მიერ რესტორანმა კარგი შეფასება მიიღო და სამი მიშლენის ვარსკლავი მიენიჭა. ჟურნალ "Restaurant"-ის მიერ სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად 2013, 2015 და 2018 წელს [2]; 2011, 2012 და 2014 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა.


რესტორნის მენიუში ჭარბობს ტრადიციული კატალანური სამზარეულო გარკვეული ცვლილებებით, რომლებსაც მიშლენის გზამკვლევი აღწერს როგორც "კრეატიულს", The Times კი როგორც "ტრადიციულს ცოტაოდენი სურეალიზმით". გამოირჩევა კერძების უჩვეულო გარეგნობით, მაგ. კარამელიზირებული ზეთისხილი ბონსაის ხეზე. მენიუში შედის სუნამოებით შთაგონებული კერძები. რესტორანს აქვს ღვინის მარანი 60000 შენახული ბოთლით. ჯონი, უფროსი ძმა, რესტორნის უფროსი შეფია, ჯოზეფი, შუათანა, ღვინის დეგუსტატორია, უმცროსი ჯორდი კი კონდიტერი. ძმებმა საკმაო ცნობადობა მოიპოვეს, ატარებდნენ ლექციებს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
813947562Click/tap this sequence: 6491
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near El Celler de Can Roca ?

Booking.com
498.310 visits in total, 9.224 Points of interest, 405 Destinations, 119 visits today.