Etna

( ეტნა )

ეტნა (იტალ. Etna) — მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. სიმაღლე 3357 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.

ეტნა საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.

1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შეიქმნა. ჩვეულებრივი ავტომობილით ეტნაზე 1900 მეტრის სიმაღლეზე შეიძლება ასვლა. აქედან საბაგირო გზას 2550 მეტრამდე აჰყავს დამთვალიერებლები, რის შემდეგაც 45 ევროდ საცალფეხო ბილიკებით 2925 მეტრის სიმაღლემდეა შესაძლებელი ასვლა. ძლიერ...დაწვრილებით

ეტნა (იტალ. Etna) — მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. სიმაღლე 3357 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.

ეტნა საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.

1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შეიქმნა. ჩვეულებრივი ავტომობილით ეტნაზე 1900 მეტრის სიმაღლეზე შეიძლება ასვლა. აქედან საბაგირო გზას 2550 მეტრამდე აჰყავს დამთვალიერებლები, რის შემდეგაც 45 ევროდ საცალფეხო ბილიკებით 2925 მეტრის სიმაღლემდეა შესაძლებელი ასვლა. ძლიერი ამოფრქვევა მოხდა 1669 წელს, როცა ლავურმა ღვარმა ქალაქ კატანიამდე მიაღწია და ნაწილობრივ დაანგრია იგი.

მითოსის თანახმად, სწორედ ეტნა დაამხო ზევსმა თავზე საზარელ ტიფონს. მას შემდეგ ურჩხული ხანდახან წამოყოფს ხოლმე თავს და დაგროვილ ცეცხლსა და ლავას აფრქვევს თავისი ხახიდან. სხვა ვერსიით კი ეტნას მთის სიღრმეში მდებარეობდა ჰეფესტოს სამჭედლო. მთის სიახლოვეს ცხოვრობდა ნიმფა ეტნა.

2013 წლის ივნისში ეტნა შეიყვანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
1203
Statistics: Rank
97008

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
314985672Click/tap this sequence: 5437
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ეტნა ?

Booking.com
493.178 visits in total, 9.217 Points of interest, 405 Destinations, 79 visits today.