ღადამესი (არაბ. غدامس‎) — ოაზისის ქალაქი დასავლეთ ლიბიაში. მდებარეობს ტრიპოლიდან 549 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ალჟირისა და ტუნისის საზღვართან.

ოაზისის მოსახლეობა 7 000 ადამიანია და მას ძირითადად ბერბერები შეადგენენ. ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც კედლითაა გარშემორტყმული, 1986 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ღადამესის შესახებ პირველი ჩანაწერები რომაული ეპოქით თარიღდება, როდესაც ეს დასახლება კიდამუსის სახელით იყო ცნობილი. ძვ. წ. I საუკუნეში, იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობისას, კიდამუსი რომაელმა პროკონსულმა ლუციუს კორნელიუს ბალბუსმა დაიპყრო. იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს აქ დროებითი გარნიზონი შეიქმნა და დაახლოებით 202 წელს წელს ქალაქს სავარაუდოდ იმპერატორი ეწვია. III საუკუნის რომის კრიზისის დროს, იმპერიამ ამ არეალიდან უკან დაიხია.

VI საუკუნეში, ბიზანტიელი მისიონერების წყალობით, ქალაქის მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოექცა და შეიქმნა საეპისკოპოსო. VII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობა სწრაფად გადაიყვანეს ...დაწვრილებით

ღადამესი (არაბ. غدامس‎) — ოაზისის ქალაქი დასავლეთ ლიბიაში. მდებარეობს ტრიპოლიდან 549 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ალჟირისა და ტუნისის საზღვართან.

ოაზისის მოსახლეობა 7 000 ადამიანია და მას ძირითადად ბერბერები შეადგენენ. ქალაქის ძველი ნაწილი, რომელიც კედლითაა გარშემორტყმული, 1986 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ღადამესის შესახებ პირველი ჩანაწერები რომაული ეპოქით თარიღდება, როდესაც ეს დასახლება კიდამუსის სახელით იყო ცნობილი. ძვ. წ. I საუკუნეში, იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობისას, კიდამუსი რომაელმა პროკონსულმა ლუციუს კორნელიუს ბალბუსმა დაიპყრო. იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს აქ დროებითი გარნიზონი შეიქმნა და დაახლოებით 202 წელს წელს ქალაქს სავარაუდოდ იმპერატორი ეწვია. III საუკუნის რომის კრიზისის დროს, იმპერიამ ამ არეალიდან უკან დაიხია.

VI საუკუნეში, ბიზანტიელი მისიონერების წყალობით, ქალაქის მოსახლეობა ქრისტიანობაზე მოექცა და შეიქმნა საეპისკოპოსო. VII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და მოსახლეობა სწრაფად გადაიყვანეს ისლამზე. ამის შემდეგ, ღადამესი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და წარმოადგენდა ტრანს-საჰარული სავაჭრო გზის ბაზას XIX საუკუნემდე.

Photographies by:
Bob Scheele - CC BY-SA 4.0
David Stanley from Nanaimo, Canada - CC BY 2.0

Statistics: Position
3279
Statistics: Rank
35735

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
614978253Click/tap this sequence: 4118
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ღადამესი ?

Booking.com
539.517 visits in total, 9.234 Points of interest, 405 Destinations, 4 visits today.