გორჰამის მღვიმე

გორჰამის მღვიმე — მღვიმე გიბრალტარში, მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ბუნებრივი წარმოშობისაა, წარმოიქმნა წყლის შედეგად 250 ათასი წლის წინ. გამყინვარების პერიოდში ზღვის დონის ცვალებადობის გამო ზღვიდან 4,5 კილომეტრში მდებარეობდა. მიჩნეულია ნეანდერტალელების უკანასკნელ საცხოვრისად.

მღვიმე აღმოაჩინა 1907 წელს, ბრიტანელმა სამხედრომ ა. გორჰამმა, რომლის სახელიც მიიღო. მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანების შრომის იარაღები. პირველი არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 1950 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1951 წლის მარტამდე. აღმოაჩინეს ანტიკური ხანის, ნეოლითისა და მუსტიეს კულტურის შრეები.

2012 წელს გორჰამის მღვიმეების კომპლექსი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში. 2016 წლის 15 ივლისს კი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

2014 წელს არქეოლოგებმა გორჰამის მღვიმეში, ნეანდერტალელების მიერ შესრულებული აბსტრაქტული ნახატები აღმოაჩინეს.

Photographies by:
Visit Gibraltar - CC BY 2.0
Statistics: Position
5675
Statistics: Rank
15315

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
195427638Click/tap this sequence: 5761
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near გორჰამის მღვიმე ?

Booking.com
497.061 visits in total, 9.224 Points of interest, 405 Destinations, 65 visits today.