Imperio incaico ( ინკების იმპერია )

ინკების იმპერია (კეჩუა Tawantinsuyu; ტაუანტინსუიუ) — კოლუმბამდელი ამერიკის უმსხვილესი იმპერია. იმპერიის ადმნინისტრაციული, პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი მდებარეობდა კუსკოში (დღევანდელი პერუ). ინკების ცივილიზაცია აღმოცენდა პერუს მაღალმთიან რეგიონში XIII ს. დასაწყისში. იმპერიამ, დაპყრობითი ომებისა თუ მშვიდობიანი ასიმილაციის შედეგად შეძლო გაეერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩრდილოეთ-დასავლეთი არგენტინა, ჩრდილოეთ ჩილე და სამხრეთ კოლუმბია).

იმპერიის ოფიციალური ენა იყო კეჩუა, მაგრამ გავრცელებული იყო აგრეთვე ასობით ადგილობრივი ენა და დიალექტი. ინკები თავიანთ იმპერიას უწოდებდნენ ტაუანტინსუიუს, რაც აღნიშნავს სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს. იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა, ესენია: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო.

ინკების უმთავრესი ღვთება იყო ინტი — მზის ღმერთი. მიუხედავად ამისა, იმპერიაში შემავალ ყველა ტომს, სამეფოს და ქალაქს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციული რელიგია, თუ უპირატესად აღიარებდნენ ინკების რწმენას.

Destinations