Cumalıkızık

( ჯუმალიქიზიქი )

ჯუმალიქიზიქი (თურქ. Cumalıkızık) — სოფელი თურქეთში, ბურსის პროვინციის ილდირიმის რაიონში. მდებარეობს ქალაქ ბურსიდან აღმოსავლეთით 10 კილომეტრში, ულუდაღის მთის ძირში. სოფლის ისტორია ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების პერიოდიდან იწყება. ისტორიული თვალსაზრისით სოფელი კარგადაა დაცული, უცვლელადაა შემონახული სოფლის უძველესი, ოტომანების პერიოდის არქიტექტურული სახე. სწორედ ამიტომ სოფელი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. სოფელს ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ მოსახლეობა იკრიბებოდა პარასკევის ლოცვების გამო (Cuma - თურქულად პარასკევი).

ყოველი წლის ივნისში სოფელში იმართება ჟოლოს ფესტივალი. სოფლის უძველესი სახლები ნაგებია ხის, ალიზისა და რიყის ქვისაგან. სოფელში დგას მეჩეთი. ასევე გვხვდება ბიზანტიის იმპერიის არსებობის პერიოდში აგებული ეკლესიის ნანგრევები. სოფელში 270 ისტორიული სახლია. მიმდინარეობს ზოგიერთი მათგანის რესტავრაცია. 180 სახლი ჯერ კიდევ საცხოვრებლად გამოიყენება.

1969 წელს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ულუდაღის მთისწინეთში, აღმოაჩინეს ე...დაწვრილებით

1969 წელს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ულუდაღის მთისწინეთში, აღმოაჩინეს ეკლესიის ნანგრევები. ზოგიერთი არქეოლოგიური ძეგლი გამოფენილია ბურსის არქეოლოგიურ მუზეუმში. სოფელში ხშირად ხდება ისტორიული ხასიათისა და დოკუმენტური ფილმების გადაღება.

ჯუმალიქიზიქი ქალაქ ბურსასთან ერთად 2014 წლის 22 ივნისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
4392
Statistics: Rank
24252

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
915368742Click/tap this sequence: 4781

Google street view

Where can you sleep near ჯუმალიქიზიქი ?

Booking.com
490.726 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 13 visits today.