Cahuachi

( კაუაჩი )

კაუაჩი — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, წარმოადგენდა ნასკას კულტურის მთავარ საცერემონიო ტაძარს. იგი პირდაპირაა აღმართული ზოგიერთ ნასკაზ ხაზზე. მიეკუთვნება ახ. წ. I – V საუკუნეებს. ძეგლი შედგება 40 საფეხურიანი ალიზის სტრუქტურისგან. ზოგადად კაუაჩი უზარმაზარი არქიტექტურული კომპლექსია და მოიცავს 1,5 კმ².

ადგილობრივი, მუდმივი მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ კაუაჩს, როგორც მთავარ ტაძარს, უამრავი მომლოცველი სტუმრობდა ახლომდებარე ტერიტორიებიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტუმრებმა შექმნეს ნასკას ნახატები. ამ თეორიას ამყარებს ის ფაქტი, რომ კაუაჩის მოსახლეობა საკმაოდ მცირე იყო დ ავერ შექმნიდა ამ გეოგლიფებს და მეორე – ის ცხოველები, რომლებიც ნახატებზეა წარმოდგენილი, მაგალითად მაიმუნი და ვეშაპი, ამ რეგიონში საერთოდ არ იყო გავრცელებული.

დღეისათვის, კაუაჩისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ძარცვა, იპარავენ მის მოსაპირკეთებელ მასალებს. ტაძარს გარს აკრავს უამრავი სამარხი, რომელთა შესახებაც ბოლო დრომდე არაფერი იყო ცნობილი და რომლებიც მძარცველებისათვის ასევე ძალზე მიმზიდველ...დაწვრილებით

კაუაჩი — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, წარმოადგენდა ნასკას კულტურის მთავარ საცერემონიო ტაძარს. იგი პირდაპირაა აღმართული ზოგიერთ ნასკაზ ხაზზე. მიეკუთვნება ახ. წ. I – V საუკუნეებს. ძეგლი შედგება 40 საფეხურიანი ალიზის სტრუქტურისგან. ზოგადად კაუაჩი უზარმაზარი არქიტექტურული კომპლექსია და მოიცავს 1,5 კმ².

ადგილობრივი, მუდმივი მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ კაუაჩს, როგორც მთავარ ტაძარს, უამრავი მომლოცველი სტუმრობდა ახლომდებარე ტერიტორიებიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტუმრებმა შექმნეს ნასკას ნახატები. ამ თეორიას ამყარებს ის ფაქტი, რომ კაუაჩის მოსახლეობა საკმაოდ მცირე იყო დ ავერ შექმნიდა ამ გეოგლიფებს და მეორე – ის ცხოველები, რომლებიც ნახატებზეა წარმოდგენილი, მაგალითად მაიმუნი და ვეშაპი, ამ რეგიონში საერთოდ არ იყო გავრცელებული.

დღეისათვის, კაუაჩისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ძარცვა, იპარავენ მის მოსაპირკეთებელ მასალებს. ტაძარს გარს აკრავს უამრავი სამარხი, რომელთა შესახებაც ბოლო დრომდე არაფერი იყო ცნობილი და რომლებიც მძარცველებისათვის ასევე ძალზე მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენენ.

Photographies by:
Ingo Mehling - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3269
Statistics: Rank
35735

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
368914257Click/tap this sequence: 3284
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კაუაჩი ?

Booking.com
493.493 visits in total, 9.222 Points of interest, 405 Destinations, 61 visits today.