Coricancha

( კორიკანჩა )

კორიკანჩა (კეჩ. Quri Kancha; ოქროს ეზო ნამდვილი სახელი Inti Kancha - მზის ტაძარი) — ინკების იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი, მზის ღმერთ ინტის სახელზე აგებული. ეს იყო ქალაქ კუსკოს ყველაზე უფრო მეტად წმინდა ტაძარი.

ერთ დროს, ტაძრის იატაკი და კედლები ოქროს ფურცლებით იყო დაფარული, ხოლო შიდა ეზო – ოქროს სტატუეტებით მოფენილი. მისმა სიმდიდრემ ესპანელები დააბრმავა. სწორედ კორიკანჩას ოქრო გამოიყენეს ინკებმა თავიანთ იმპერატორის, ატაჰუალპას ესპანელთაგან გამოსასყიდად.

მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ესპანელებმა კორიკანჩის ტაძარი გადააკეთეს, მის საძირკვლებზე ააშენეს სანტო-დომინგოს ტაძარი. შემდგომში, მიწისძვრებმა არაერთხელ დააზიანეს სანტო-დომინგოს ტაძარი, მაგრამ ინკების მრავალჭირნახული კედლები ყოველთვის დაუზიანებელი რჩებოდა, კვლავაც ამაყად დგანან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ინკების შეუდარებელ ტექნოლოგიებზე ქვით მშენებლობის საკითხში.

კომპლექსთან ახლოს მდებარეობს არქეოლოგიის მიწისქვეშა მუზეუმი, სადაც დაცულია უამრავი მონეტა, მუმიები...დაწვრილებით

კორიკანჩა (კეჩ. Quri Kancha; ოქროს ეზო ნამდვილი სახელი Inti Kancha - მზის ტაძარი) — ინკების იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი, მზის ღმერთ ინტის სახელზე აგებული. ეს იყო ქალაქ კუსკოს ყველაზე უფრო მეტად წმინდა ტაძარი.

ერთ დროს, ტაძრის იატაკი და კედლები ოქროს ფურცლებით იყო დაფარული, ხოლო შიდა ეზო – ოქროს სტატუეტებით მოფენილი. მისმა სიმდიდრემ ესპანელები დააბრმავა. სწორედ კორიკანჩას ოქრო გამოიყენეს ინკებმა თავიანთ იმპერატორის, ატაჰუალპას ესპანელთაგან გამოსასყიდად.

მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ესპანელებმა კორიკანჩის ტაძარი გადააკეთეს, მის საძირკვლებზე ააშენეს სანტო-დომინგოს ტაძარი. შემდგომში, მიწისძვრებმა არაერთხელ დააზიანეს სანტო-დომინგოს ტაძარი, მაგრამ ინკების მრავალჭირნახული კედლები ყოველთვის დაუზიანებელი რჩებოდა, კვლავაც ამაყად დგანან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ინკების შეუდარებელ ტექნოლოგიებზე ქვით მშენებლობის საკითხში.

კომპლექსთან ახლოს მდებარეობს არქეოლოგიის მიწისქვეშა მუზეუმი, სადაც დაცულია უამრავი მონეტა, მუმიების ნაწილები, საფეიქრო ნაწარმი, არაერთი კერპი და ა.შ.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
582467913Click/tap this sequence: 2945

Google street view

Where can you sleep near კორიკანჩა ?

Booking.com
491.169 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 7 visits today.