კოსოვოს ომი

კოსოვოს ომი — 1996 წელს გაღვივებული შეიარაღებული კონფლიქტი ალბანელ სეპარატისტებსა და იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკას შორის. საომარი მოქმედებები დაიწყეს კოსოვოელმა ალბანელებმა, რომელთაც სურდათ კოსოვოსა და მეტოხიის დამოუკიდებლობა. 1999 წლის მარტში ომში ჩაერია ნატო და დაიწყო იუგოსლავიის დაბომბვა.

1999 წლის ივნისში იუგოსლავიისა და ნატოს წარმომადგენლებს შორის დადებული კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმების თანახმად, კოსოვოს კონტროლი KFOR-ის ძალებს დაევალათ, რამაც გამოიწვია არაალბანელი მოსახლეობის (სერბების, ჩერნოგორიელებისა და ბოშების) მასობრივი გადინება. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოელმა ალბანელებმა კოსოვოსა და მეტოხიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.