Văn Miếu – Quốc Tử Giám
( ლიტერატურის ტაძარი )ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.
ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.
ლიტერატურის ტაძარი დააარსა 1070 წელს იმპერატორმა ლი თჰანგ-თონგმა თჰანლონგში და მიეძღვნა კონფუცის. 1076 წელს მის ტერიტორიაზე დაარსდა პირველი ვიეტნამური უნივერსიტეტი პრინცებისა და მანდარინების შვილებისათვის. ბავშვები სწავლობდნენ კონფუციანელობას უ-ცზინის ხუთი წმინდა წიგნის მიხედვით და ოთხწიგნეულის კანონიკური წიგნებით[1].
1442 წლიდან ტაძარში რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, ხდებოდა სადოქტორო დიპლომების გადაცემა. იმპერატორმა ლე თჰან-თონგმა ბრძანა ჩაეწერათ იმ სტუდენტების სახელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და გახდნენ გამარჯვებულები. მათი სახელები ამოკვეთეს ქვის სტელებზე, რომლებიც იდგნენ კუებზე. კუ ვიეტნამელებისთვის არის სიბრძნის სიმბოლო[1] .
117 ასეთი სტელიდან, რომლებიც თარიღდებოდნენ 1484 წლიდან 1780 წლამდე პერიოდით, შემორჩენილია მხოლოდ 82, მათი ნახვა დღეს შესაძლებელია ტაძრის მესამე ეზოში[1]. 1304 ადამიანი, თითქმის ყველა ვიეტნამური გვარის წარმომადგენელი, აღნიშნულია ამ სტელებზე[2].
1802 წელს იმპერატორმა ზია ლონგმა დედაქალაქი გადაიტანა ჰუეში. ტაძარი რამდენიმეჯერ დაინგრა, 1920 და 1956 წლებში მიმდინარეობდა რესტავრაცია, ხოლო 2000 წელს მთლიანად აღადგინეს ტრადიციული მასალების გამოყენებით[1].
↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Швейер Анна-Валери. Древний Вьетнам / редактор. Смирнов Н. М., переводчик Зубков Н. Н.. — М: Вече, 2014. — 400 с. — (Гиды цивилизаций). — ISBN 978-5-9533-3838-7. ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ilviet არ არის მითითებული ტექსტი; $2
კომენტარის დამატება