London Eye

( ლონდონის თვალი )

ლონდონის თვალი (ინგლ. London Eye, აგრეთვე ცნობილი როგორც Millennium Wheel – ათასწლეულის ბორბალი) — ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

1999 წელს აგების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში, თუმცა 2006 წლის მაისში მას ჯერ ნანჩანის ვარსკვლავმა (160 მ), ხოლო 2008 წლის თებერვალში კი სინგაპურის მფრინავმა (165 მ) გაუსწრო. თუმცა მისი ოპერატორები მას დღემდე მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს უმაღლეს ცალმხრივად დამაგრებულ სათვალთვალო ბორბალს (ვინაიდან მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა A-ფორმის საბჯენებს ცალი მხრიდან).

ლონდონის თვალი მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე დგას უესტმინსტერისა და ჰანგერფორდის ხიდებს შორის.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
521983764Click/tap this sequence: 6612

Google street view

Where can you sleep near ლონდონის თვალი ?

Booking.com
490.918 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 103 visits today.