მაგიდის მთა (აფრ. Tafelberg; ინგლ. Table Mountain) — მთა, რომელიც მდებარეობს კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთით, მაგიდის უბის სამხრეთ ნაპირზე, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ოფიციალურად აღიარებულია ერთ-ერთ ბუნების შვიდ ახალ საოცრებად. მთასთან ახლოს მდებარეობენ ცნობილი მთები: დევილს-პიკი, ლაიონს-ჰიდი და ტუელვ-აპოსლსის მთები. ევროპელთაგან მის შესახებ პირველი ჩანაწერი თარიღდება 1503 წლით (ანტონიუ დი სალდანია).

მთის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1085 მეტრს. პლატოსებურმა მწვერვალმა სახელწოდება მისცა არა მარტო მთას, არამედ მის მსგავსებსაც, ასევე მის პატივსაცემად ეწოდა მაგიდა მთის თანავარსკვლავედსაც. მთა აგებულია უხეშმარცვლოვანი ქვიშაქვებისაგან, აქვს ციცაბო კალთები, რომლებიც დაფარულია მარადმწვანე ტყეებით და ბუჩქებით. მთის კალთების ფლორა და ფაუნა დაცულია, რადგანაც იქ გვხვდება იშვიათი სახეობები, მათგან ზოგიერთი ენდემურია. მთის მწვერვალზე კლიმატი უფრო ცივი და ქარიანია, ვიდრე კეიპტაუნში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 0 °С-ის ქვემო...დაწვრილებით

მაგიდის მთა (აფრ. Tafelberg; ინგლ. Table Mountain) — მთა, რომელიც მდებარეობს კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთით, მაგიდის უბის სამხრეთ ნაპირზე, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ოფიციალურად აღიარებულია ერთ-ერთ ბუნების შვიდ ახალ საოცრებად. მთასთან ახლოს მდებარეობენ ცნობილი მთები: დევილს-პიკი, ლაიონს-ჰიდი და ტუელვ-აპოსლსის მთები. ევროპელთაგან მის შესახებ პირველი ჩანაწერი თარიღდება 1503 წლით (ანტონიუ დი სალდანია).

მთის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1085 მეტრს. პლატოსებურმა მწვერვალმა სახელწოდება მისცა არა მარტო მთას, არამედ მის მსგავსებსაც, ასევე მის პატივსაცემად ეწოდა მაგიდა მთის თანავარსკვლავედსაც. მთა აგებულია უხეშმარცვლოვანი ქვიშაქვებისაგან, აქვს ციცაბო კალთები, რომლებიც დაფარულია მარადმწვანე ტყეებით და ბუჩქებით. მთის კალთების ფლორა და ფაუნა დაცულია, რადგანაც იქ გვხვდება იშვიათი სახეობები, მათგან ზოგიერთი ენდემურია. მთის მწვერვალზე კლიმატი უფრო ცივი და ქარიანია, ვიდრე კეიპტაუნში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 0 °С-ის ქვემოთ.

დღეისათვის მთა გადაქცეულია ტურისტულ ატრაქციონად. მთიდან გაყვანილია საბაგირო გზა.

Photographies by:
No machine-readable author provided. איתן6 assumed (based on copyright claims). - CC BY 2.5
Statistics: Position
849
Statistics: Rank
125583

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
835276491Click/tap this sequence: 9572
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მაგიდის მთა ?

Booking.com
492.846 visits in total, 9.215 Points of interest, 405 Destinations, 134 visits today.