მავრიკი

მავრიკი (ინგლ. Mauritius; ფრანგ. Maurice) — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიან კუნძულები: მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²), რომლებიც მასკარენის კუნძულების ნაწილია. ასევე შედის არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი, აგალეგას კუნძულები და სხვა ბევრი მომცრო კუნძული. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს. ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.

მავრიკი (ინგლ. Mauritius; ფრანგ. Maurice) — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიან კუნძულები: მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²), რომლებიც მასკარენის კუნძულების ნაწილია. ასევე შედის არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი, აგალეგას კუნძულები და სხვა ბევრი მომცრო კუნძული. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს. ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.

ისტორია

კუნძული მავრიკი ჯერ კიდევ X საუკუნეში იყო ცნობილი არაბი მოგზაურებისათვის, რომლებიც მას დინა არობის (ვერცხლის კუნძული) სახელით იხსენიებენ. XVI საუკუნემდე კუნძული დაუსახლებელი იყო. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პირველი ევროპელები — პორტუგალიელები. 1598 წელს კუნძულს დაეუფლნენ ნიდერლანდელები და უწოდეს მავრიკი (მორის ორანელის პატივსაცემად). თავდაპირველად სავაჭრო გემებისათვის კუნძული მხოლოდ დროებითი სადგომი იყო. კუნძულზე ნიდერლანდელების პირველი დასახლება დაარსდა 1638 წელს, ხოლო პირველი ბავშვი, რომელიც კუნძულზე დაიბადა ითვლება სიმონ ვან დერ სტელი. დაიწყო შაქრის ლერწმის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციების შექმნა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. ამისათვის ნიდერლანდელებმა აქ შემოიყვანეს მონები მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. კუნძულის მაცხოვრებელთა რაოდენობამ ნიდერლანდელთა მმართველობის დროს მიაღწია დაახლოებით 300 ადამიანს, მონების ჩათვლით. მაგრამ 1710 წელს ნიდერლანდელებმა დატოვეს მავრიკი, რათა თავი დაეღწიათ ევროპული გემების მიერ კუნძულზე შემოყვანილი და შემდეგ მომრავლებული ვირთხებისაგან.

1715 წელს კუნძული მიიტაცეს ფრანგებმა (უწოდეს ილ-დე-ფრანსი), 1721 წელს აქ ფრანგებმა დააარსეს თავიანთი პირველი მუდმივი დასახლება. ფრანგული კოლონიზაციის წლებში ილ-დე-ფრანსზე აშენდა რამდენიმე ფორტი, გემების ასაშენებელი და სარემონტო ადგილი, გაყვანილ იქნა გზები. 1735 წელს კუნძულის მოსახლეობა ითვლიდა თითქმის 1 ათას ადამიანს (200 თეთრკანიანი, დანარჩენი — მონები აფრიკიდან და მადაგასკარიდან).

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ილ-დე-ფრანსზე გადასახლდა კოლონისტების ჯგუფი ფრანგული პროვინცია ბრეტანიდან და ნორმანდიიდან; იმავდროულად შეყვანილი იქნა მონების ახალი პარტია აფრიკიდან და მადაგასკარიდან. მონების შრომა გამოიყენებოდა შაქრის ლერწმის და ყავის პლანტაციებში; კუნძულზე დაიწყეს სიმინდის, მანიჰოტის, მიხაკის ხის, ინდიგოს, სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურების და ხილის მოყვანა. კუნძულის მოსახლეობა იბრძოდა კოლონიზატორების წინააღმდეგ (აჯანყებები 1695, 1724, 1732, 1794 წლებში).

1810 წელს, ინგლისელების ჯარის ფრანგულ გარნიზონზე გამარჯვების შემდეგ, იგი დიდი ბრიტანეთის სამფლობელო გახდა. 1814 წელს პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე ილ-დე-ფრანსი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის კოლონია და მას დაუბრუნდა მავრიკის დასახელება.

ინგლისელთა კოლონიზაციის დაწყებისას მავრიკის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 70 ათას ადამიანს (მათ შორის 50 ათასზე მეტი — მონა). 1835 წელს მონობა გაუქმდა. იმ დროისათვის მონების რიცხვი შეადგენდა 77 ათას ადამიანს (96 ათასი მოსახლიდან). სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის მავრიკიზე 1830-იანი წლებიდან ინდოეთიდან დაიწყეს მუშების შეყვანა (კიდევ უფრო ადრე, 1829 წლიდან, მუშების მოსვლა დაიწყო ჩინეთიდან). 1861 წლისთვის ინდური წარმოშობის იმიგრანტების რაოდენობამ მიაღწია თითქმის 300 ათას ადამიანს. მავრიკიზე სწრაფად მიმდინარეობდა შაქრის წარმოების ზრდა, დაიწყო ჩაის და თამბაქოს მოყვანა.

როდრიგესის კუნძული 1528 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა მეზღვაურმა დიეგო როდრიგესმა (Don Diego Rodriguez). 1691—1693 წლებში მისი ოკუპაცია ნიდერლანდელებმა მოახდინეს. XVIII საუკუნეში კუნძულს დაეუფლნენ ფრანგები, რომლებსაც თავიანთ პლანტაციებში სამუშაოდ შავკანიანები შეჰყავდათ. 1810 წლიდან 1968 წლამდე კუნძულს მართავდა ბრიტანეთის იმპერია, რის შემდეგადაც ის გახდა მავრიკის სახელმწიფოს ტერიტორიული ნაწილი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიკოლონიურმა ბრძოლებმა აიძულა დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. 1957 წელს გაფართოვდა საკანონმდებლო საბჭოს უფლებები. 1958 წელს შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1964 წელს შეიქმნა ეროვნული მთავრობა. 1967 წლის 7 აგვისტოს ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები. კუნძულმა მიიღო თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი. არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია მოითხოვდა კუნძულისთვის დაუყოვნებლივი დამოუკიდებლობის მიცემას. 1968 წლის 12 მარტს მავრიკი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თანამეგობრობის ფარგლებში.

1968 წლის დასაწყისიდან დაიწყო შეტაკებები მოსახლეობის აზიური წარმოშობის ხალხსა (ძირითადად ინდოელები) და კრეოლებს (შავკანიანები და მულატები) შორის. 1970—1971 წლებში მიმდინარეობდა დიდი გაფიცვები ეკონომიკის ბევრ სფეროში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 1971 წლის დეკემბერში მავრიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შეუჩერებლივ მოქმედებდა 1978 წლის მარტამდე. დაპატიმრებული იყვნენ რადიკალური მემარცხენე პარტიის — მავრიკის მებრძოლი მოძრაობის ლიდერები, აიკრძალა ამ პარტიასთან დაკავშირებული პროფკავშირების მოღვაწეობა.

1992 წლის 12 მარტიდან მავრიკი გახდა რესპუბლიკა.

Photographies by:
Asadbabil - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
4091
Statistics: Rank
26546

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
695418273Click/tap this sequence: 8811
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მავრიკი ?

Booking.com
508.049 visits in total, 9.227 Points of interest, 405 Destinations, 368 visits today.