ოქსიტანური ენა

ოქსიტანური ენა — რომანული ენა, რომელზეც ლაპარაკობენ სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, მონაკოსა და ესპანეთში. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა რომანულ ჯგუფს, რომელიც მონათესავე კატალანურ ენასთან ერთად ქმნის ოქსიტანურ-რომანულ ენათა ქვეჯგუფს.

ოქსიტანური ენა წარმოადგენს ესპანეთის ავტონომიური რეგიონის — კატალონიის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ცნობილია როგორც არანული დიალექტი). 2010 წლის სექტემბერში კატალონიის პარლამენტმა არანულ ოქსიტანური ენა დაამტკიცა როგორც ვალ დ’არანის რაიონის ოფიციალური ენა.

ტერმინი პროვანსული დიალექტი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ოქსიტანური ენის ტრადიციული სინონიმი.

1999 წლის მდგომარეობით ოქსიტანურ ენაზე ლაპარაკობდა 2,000,000 ადამიანი. არის საფრთხეში მყოფი ენა, ამიტომ იუნესკომ ოქსიტანური ენა შეიტანა წითელ წიგნში.