Παρθενώνας

( პართენონი )

პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალღმერთ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος — ქალწული). პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად, პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ახ. წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თ...დაწვრილებით

პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალღმერთ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος — ქალწული). პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად, პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ახ. წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება.

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ახორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.

Photographies by:
Steve Swayne - CC BY 2.0
Statistics: Position
949
Statistics: Rank
115373

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
163729845Click/tap this sequence: 7113
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პართენონი ?

Booking.com
492.457 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 522 visits today.