Lunde (fugl) ( პოლარული ცულთავა )

პოლარული ცულთავა, პოლარული ცულნისკარტა ან უბრალოდ ცულთავა (ლათ. Fratercula arctica) — ზღვის ფრინველი ალკისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე. ბუდობს სოროებში, ჩიტების კოლონიებში. იკვებება თევზით, ძირითადად მექვიშიებით.