პუერტო-პრინსესა

პუერტო-პრინსესა (ოფიციალურად ქალაქი პუერტო-პრინსესა; ტაგ: Lungsod ng Puerto Princesa; სებ: Siyudad i'ang Puerto Princesa) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი მიმაროპის რეგიონში (რეგიონი IV-B), ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 255 116 ადამიანია.

პუერტო-პრინსესა მდებარეობს პალავანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში და ფილიპინების ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქია. მართალია ქალაქი პროვინციის დედაქალაქია, თუმცა პუერტო-პრინსესა ფილიპინების 38 დამოუკიდებელ ქალაქს მიეკუთვნება და იმ პროვინციის მიერ არ იმართება, რომელშიც გეოგრაფიულად მდებარეობს.

პუერტო-პრინსესას ფილიპინების ქალაქებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ფართობის მიხედვით ქალაქი მეორე ადგილზეა დავაოს შემდეგ და 2 381.02 კმ² ტერიტორიას ფარავს.

ამჟამად პუერტო-პრინსესა ტურისტული ქალაქია და პლაჟებითა და ზღვის პროდუქტების რესტორნებითაა ცნობილი. იგი არაერთხელ დასახელდა ფილიპინების ყველაზე სუფთა და მწვანე ქალაქად.

Photographies by:
RioHondo - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
2129
Statistics: Rank
58197

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
672394518Click/tap this sequence: 8652
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პუერტო-პრინსესა ?

Booking.com
491.300 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 144 visits today.