Catedral de São Sebastião do Rio de Janeiro
( რიო-დე-ჟანეიროს საკათედრო ტაძარი )რიო-დე-ჟანეიროს საკათედრო ტაძარი (პორტ. Catedral Metropolitana do Rio de Janeiro) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს არქისაეპისკოპოსოს ცენტრი. ტაძარი რიოს მფარველის — წმინდა სებასტიანის სახელობისაა. ეკლესია 1964 — 1979 წლებში აშენდა და ჩაანაცვლა ის მრავალი ტაძარი, რომლებიც 1676 წლიდან მოყოლებული, არქისაეპისკოპოსო ცენტრად გამოიყენებოდა. მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში. ტაძარს კონუსისებრი ფორმა აქვს და სიმაღლეში 96 მეტრია, ინტერიერის დიამეტრი 75 მეტრია და 20 000 ადამიანს იტევს.
ტაძარს 4 ვიტრაჟის ფანჯარა გააჩნია, რომლებიც იატაკიდან 64 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული.
Photographies by:
Néstor de la Sota - Public domain
Zones
Statistics: Position
449
Statistics: Rank
190927
კომენტარის დამატება