რუვენზორი (ინგლ. Ruwenzori) — მთის მასივი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, უგანდისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. სიმაღლე — 5109 მ (მთა სტენლი). სიგრძე 120 კმ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით. თხემურ ნაწილში არის დაახლოებით 35 მცირე მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 5 კმ². 1906 წელს მყინვარების რაოდენობა 43-ს აღწევდა, ხოლო ფართობი 7,5 კმ²-ს. 2005 წელს მუდმივი გამყინვარების ფართობი დაახლოებით 1,5 კმ² იყო და შეინიშნებოდა მხოლოდ 3 მთაზე. მყინვარები დაახლოებით 4200 მ სიმაღლემდე ეშვება. მეცნიერების ვარაუდით, 2020 წლისთვის მყინვარები სავსებით გაქრება. ფერდობებზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია. კალთები 2600 მ სიმაღლემდე შემოსილია მთის ნოტიო მარადმწვანე ტყით, რომელიც ნაწილობრივ შეცვლილია მეორეული სავანით. ტყის ზედა საზღვრის გასწვრივ არის ბამბუკის რაყები, 2600-იდან 3800 მ სიმაღლემდე — სუბალპური მცენარეულობა, 3800 მ-ის ზევით — ალპური სარტყელი, 4600-4800 მ-ის ზევით — მუდმივი თოვლი და მყინვარები. მასივის გარკვეული ნაწილი უკავია რუვენზორის ეროვნულ პარკ...დაწვრილებით

რუვენზორი (ინგლ. Ruwenzori) — მთის მასივი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, უგანდისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. სიმაღლე — 5109 მ (მთა სტენლი). სიგრძე 120 კმ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით. თხემურ ნაწილში არის დაახლოებით 35 მცირე მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 5 კმ². 1906 წელს მყინვარების რაოდენობა 43-ს აღწევდა, ხოლო ფართობი 7,5 კმ²-ს. 2005 წელს მუდმივი გამყინვარების ფართობი დაახლოებით 1,5 კმ² იყო და შეინიშნებოდა მხოლოდ 3 მთაზე. მყინვარები დაახლოებით 4200 მ სიმაღლემდე ეშვება. მეცნიერების ვარაუდით, 2020 წლისთვის მყინვარები სავსებით გაქრება. ფერდობებზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია. კალთები 2600 მ სიმაღლემდე შემოსილია მთის ნოტიო მარადმწვანე ტყით, რომელიც ნაწილობრივ შეცვლილია მეორეული სავანით. ტყის ზედა საზღვრის გასწვრივ არის ბამბუკის რაყები, 2600-იდან 3800 მ სიმაღლემდე — სუბალპური მცენარეულობა, 3800 მ-ის ზევით — ალპური სარტყელი, 4600-4800 მ-ის ზევით — მუდმივი თოვლი და მყინვარები. მასივის გარკვეული ნაწილი უკავია რუვენზორის ეროვნულ პარკსა და ვირუნგის ეროვნულ პარკს.

რუვენზორი აღმოაჩინა ჰენრი სტენლიმ 1876 წელს, რომელმაც ჩაიწერა ქედის რიგი სახელწოდება, რომელიც ცნობილი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში: ავირიკა, ავრუკა, ბუგომბოვა, უფრო ხშირად რუვენზურურუ, რუვანჯურა, რუნსორო, რომელთაგან თანამედროვე რუვენზორი ნიშნავს „წვიმის შემოქმედს“, „ღრუბლების მბრძანებელს“.

Photographies by:
Manuel Werner, Germany(Wikipedia-Kontakt: de:Benutzer:Werner, Deutschland) - CC BY-SA 2.5
Statistics: Position
4034
Statistics: Rank
28588

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
135497268Click/tap this sequence: 2331
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near რუვენზორი ?

Booking.com
492.579 visits in total, 9.212 Points of interest, 405 Destinations, 62 visits today.