San Marino

( სან-მარინო )

სან-მარინოს რესპუბლიკა (იტალ. San Marino, Serenissima Repubblica di San Marino) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხე-სიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე — 3 სექტემბერი (301 წ.).

ქვეყნის სახე...დაწვრილებით

სან-მარინოს რესპუბლიკა (იტალ. San Marino, Serenissima Repubblica di San Marino) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხე-სიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე — 3 სექტემბერი (301 წ.).

ქვეყნის სახელმწიფო სისტემა რესპუბლიკური ტიპისაა. სახელმწიფოს მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრით). ადმინისტრაციული დაყოფაა 9 კომუნა.

ქვეყნის მოსახლეობა — 32 576 ადამიანს შეადგენს. აქედან შორის 91 % სანმარინოელია, ხოლო 9 % — იტალიელი. სახელმწიფო ენაა იტალიური. ძირითადი რელიგია კათოლიციზმია. ქვეყნის დედაქალაქია სან-მარინო.

ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს სამშენებლო ქვა, ხოლო შემოსავლის წყაროს — ტურიზმი. ქვეყნის ვალუტაა ევრო.

ისტორია
 
წმინდა მარინუსი

წმინდა მარინუსმა კუნძული რაბი (დღეს-დღეისობით ხორვატიის ტერიტორიაა) თავის მეგობარ ლეოსთან ერთად დატოვა და რიმინში გადასახლდა. ის ქრისტიანობას ავრცელებდა და დიოკლეტიანეს დევნის შემდეგ მონტე-ტიტანოს მთის მახლობლად გადასახლდა და პატარა ტაძარი ააშენა. სწორედ ასე დაარსდა შემდეგში ცნობილი ქალაქი სან-მარინო. ოფიციალური დაარსების თარიღი 301 წლის 3 სექტემბერია. 1320 წელს ჩიესანუვას პროვინციამ სან-მარინოს შემადგენლობაში შესვლა აირჩია. [1] 1463 წელს სან-მარინოს ტერიტორიას შეუერთდა პროვინციები: ფაეტანო, ფიორენტინო, მონტეგიარდინო და სერევალე. ამის შემდეგ ქვეყნის საზღვრები არასოდეს აღარ შეცვლილა. [2]

1503 წელს ალექსანდრე VI-ის ვაჟმა ჩეზარე ბორჯიამ რესპუბლიკა დაიპყრო. დაპყრობა ექვსი თვე გაგრძელდა მანამ, სანამ მამის მემკვიდრემ, პაპმა იულიუს II-მ ქვეყნის დამოუკიდებლობა არ აღადგინა.

1543 წლის 4 ივნისს ფაბიანო დი მონტე სან სავინომ, პაპ იულიუს III ძმისშვილმა, რესპუბლიკის დაპყრობა ცადა თუმცა უშედეგოდ.

1625 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა პაპის ოლქი სან-მარინო პაპის ოლქის ანკლავი გახდა.

ქვეყანა ოკუპირებულ იქნა 1739 წლის 17 ოქტომბერს რავენას ლეგატის (პაპის გუბერნატორის) მიერ, კარდინალი გიულიო ალბერონის მიერ, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღადგინა რომის პაპმა კლემენტ XII-მ 1740 წლის 5 თებერვალს, წმინდა აგატას დღესასწაულის დღეს, რის შემდეგაც წმინდა აგატა რესპუბლიკის მფარველი წმინდანი გახდა.

1797 წელს ნაპოლეონის არმიის წინსვლა საფრთხეს წარმოადგენდა სან-მარინოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ქვეყანამ თავისუფლების დაკარგვისგან იხსნა მისი ერთ-ერთი რეგენტის, ანტონიო ონოფრის წყალობით, რომელმაც ნაპოლეონის პატივისცემისა და მეგობრობის მოპოვება შეძლო. მისი ჩარევის წყალობით, ნაპოლეონმა მეცნიერ და კომისარ გასპარდ მონგესთვის გაგზავნილ წერილში, პირობა დადო, რომ გარანტიას იძლეოდა რომ დაიცავდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

XIX საუკუნეში იტალიის გაერთიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე, სან-მარინო წარმოადგენდა თავშესაფარს მრავალი ადამიანისთვის, ვინც დევნილი იქნებოდა შეხედულებების გამო.დევნილებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ჯუზეპე გარიბალდი და მისი ცოლი ანიტა.

სან-მარინოს მთავრობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს საპატიო მოქალაქის წოდება უბოძა.

 
ანიტა და ჯუზეპე გარიბალდები სან-მარინოში, 1849 წელი

პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც იტალიამ 1915 წლის 23 მაისს ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს სან-მარინომ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. ამით იტალიელებს მტრული შეხედულება გაუჩნდათ სან მარინოელების მიმართ და დაეჭვდნენ, რომ სან-მარინოში ავსტრიელი ჯაშუშები ჰყავდათ შეგზავნილი, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ ახალ რადიოტელეგრაფიულ სადგურზე. იტალია ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით შეეყვანა კარაბინიერი (იტალიური ჟანდარმები) და სან მარინოელების სატელეფონო ხაზები გადაეჭრა. იტალიელების მიერ შექმნილმა საველე ჰოსპიტალმა, მოგვიანებით ავსტრია-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა განაპირობა სან-მარინოსთან.[3]

ომის შემდგომმა პერიოდმა სან-მარინოში უმუშევრობის ზრდა და ინფლაცია გამოიწვია, რამაც მოსახლეობის ფენებს შორის დაძაბულობა მეტად გაზარდა. სან-მარინოს მთავრობას ეშონოდა დაბალი ფენის უკმაყოფილების, რადგან ისინი ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, რამაც განაპირობა სან-მარინული ფაშისტური პარტიის (Partito Fascista Sammarinese, PFS) შექმნა. ის 1922 წელს შეიქმნა და მეტწილად დაფუძნებული იყო იტალიის ეროვნულ ფაშისტურ პარტიაზე. პარტიის მმართველობა სან-მარინოში 1923 წლიდან 1943 წლანდე გაგრძელდა, რის განმავლობაშიც ისინი ხშირად იღებდნენ დახმარებას ბენიტო მუსოლინის იტალიური ფაშისტური მთავრობისაგან. [1]

მეორე მსოფლიო ომის დროს სან-მარინო კვლავ ნეიტრალური სახელმწიფო იყო. ამისდა მიუხედავად ნიუ-იორკ თაიმზმა არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათვამი იყო, რომ 1940 წლის 17 სექტემბერს სან-მარინომ დიდ ბრიტანეთს ომი გამოუცხადა. [4] დაარქივებული 2013-02-24 საიტზე Wayback Machine. მოგვიანებით სან-მარინოს მთავრობამ დიდ ბრიტანეთს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნათვამი იყო, რომ მათ ომი არავისთვის არ გამოუცხადებიათ.

იტალიაში ბენიტო მუსოლინი ჩამოგდებიდან სამი დღის შემდეგ სან-მარინოში ფაშისტური მმართველობა დასრულდა, ახალმა მთავრობამ - კი კონფლიქტში ნეიტრალიტეტი ოფიციალურად დაადასტურა. ფაშისტებმა ძალაუფლება 1944 წლის 1 აპრილს დაიბრუნეს, მაგრამ ქვეყნის ნეიტრალიტეტი უცვლელად დატოვეს. ამის მიუხედავად 26 ივნისს, 1944 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა სან-მარინო დაბომბეს. მათ სჯეროდათ, რომ სან-მარინო გერმანულმა ძალებმა დაიპყრეს და მის ტერიტორიას საბრძოლო აღჭურვილობის დამზადებასა და გასაღებისათვის იყენებდნენ. მალევე, სან-მარინოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების დანადგარები და აღჭურვილობა განთავსებული არაა და არანაირი ძალა არ შეჭრილა ქვეყნის ტერიტორიაზე. სან-მარინომ ათასობით მშვიდობიანი დევნილი მიიღო. 1944 წლის დეკემბერში რესპუბლიკა მცირე ხნით დაიკავეს გერმანელემა ძალებმა, რომლებმაც სან-მარინოს ბრძოლაში მოკავშირეები დაამარცხეს.

სან-მარინო მსოფლიოში პირველი რესპუბლიკაა, რომელმაც მმართველად დემოკრატიულად აირჩია კომუნისტური პარტია. ეს პარტია წარმოადგენდა კოალიციას სან-მარინოს კომუნისტურ პარტიასა და სან-მარინოს სოციალისტურ პარტიას შორის.პარტიას თანამდებობა ეკავა 1945-1957 წლებში.

სან-მარინო მსოფლიოს ყველაზე პატარა რესპუბლიკა იყო მანამ, სანამ ნაურუმ არ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1968 წელს.ნაურუს ფართობი მხოლოდ 21 კვ. კმ-ია (8.1 კვ. მილი). სან-მარინო ევროპის საბჭოს წევრი გახდა 1988 წელს და გაეროს წევრი - 1992 წელს. იგი არაა არც ევროკავშირის წევრი და არც ევროზონის, თუმცა რესპუბლიკის ოფიციალურ ვალუტას ევრო წარმოადგენს.

 
სან-მარინოს რუკა
https://www.sanmarinosite.com/en/history/world-wars-fascism/
Photographies by:
Statistics: Position
2772
Statistics: Rank
42882

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
125643897Click/tap this sequence: 9146
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სან-მარინო ?

Booking.com
491.169 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 13 visits today.