სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ განედის 4°-11°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 46°-56°-ს შორის. სეიშელის ძირითადი კუნძულები განლაგებულია კენიიდან აღმოსავლეთით 1600 კილომეტრზე და მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 1100 კილომეტრზე.

ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძული — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — სილუეტი, პრასლინი, ლა-დიგი. ასევე ბევრია მარჯნის მცირე და გრანიტის კუნძულები. 2020 წლის მონაცემებით ქ...დაწვრილებით

სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ განედის 4°-11°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 46°-56°-ს შორის. სეიშელის ძირითადი კუნძულები განლაგებულია კენიიდან აღმოსავლეთით 1600 კილომეტრზე და მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 1100 კილომეტრზე.

ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძული — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — სილუეტი, პრასლინი, ლა-დიგი. ასევე ბევრია მარჯნის მცირე და გრანიტის კუნძულები. 2020 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 97 096 ადამიანს.

ისტორია

სეიშელის კუნძულები აღმოაჩინეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა XVI საუკუნის დასაწყისში. XVIII საუკუნის შუა ხანებში ფრანგებმა სეიშელის კუნძულები თავიანთ კოლონიად აქციეს. როდესაც 1502 წელს ვასკო და გამა, იმ დროს ადმირალი, ამ ადგილას მოვიდა, აღმოაჩინა ამირანტის კუნძულები. პორტუგალიელმა კარტოგრაფებმა, პირველად შეიტანეს თავიანთ რუკაზე დიდი კუნძული ილია-განა, ახლანდელი კუნძული მაე. შემონახულია მტკიცებულებები იმისა, რომ არაბმა ზღვაოსნებმა იმოგზაურეს ამ კუნძულებზე (შემორჩენილია IX-X საუკუნეების წარწერები საფლავებსა და კლდეებზე და კლდეზე გაკეთებული წარწერები ფრიგიტის კუნძულზე). იმ დროს ეს არქიპელაგი დაუსახლებელი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სეიშელის დაუსახლებელ ტერიტორიას თავიდან ავსტრონეზიელი, მალდიველი და არაბი ვაჭრები ეწვივნენ. სწორედ, მალდიველმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს კუნძული სილუეტი.[1] შემდგომ, ორი საუკუნის შემდეგ, სეიშელის კუნძულები წარმოადგენდა მეკობრეთა თავშესაფარს. კუნძულები გამოიყენებოდა მეკობრეების მიერ სატრანზიტო პუნქტად აზიასა და აფრიკას შორის მანამ, სანამ 1756 წელს საფრანგეთმა დაამყარა კონტროლი კუნძულებზე.

ევროპელებიდან პირველად ამ არქიპელაგზე ფეხი დადგეს ინგლისელებმა. 1609 წელს კუნძულები პირველად საფუძვლიანად შეისწავლა და აღწერა კაპიტანმა ა. შარპეიმ. პირველი მუდმივი დასახლებები კუნძულ მაესა და პრასლინზე დააარსეს ფრანგებმა, რომლებმაც 1756 წლიდან დაიწყეს დარიჩინის, მიხაკისა და ვანილის პლანტაციების მოშენება. მას შემდეგ სახელმწიფოს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, მორო დე სეიშელის სახელი ეწოდა.[2] კუნძულებს თავიდან Séchelles ეწოდა, ხოლო შემდგომ იგი შეიცვალა ინგლისურით Seychelles.

ფრანგმა კოლონისტებმა დაიწყეს მონების შემოყვანა მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. არქიპელაგი 1742 და 1744 წლებში შეისწავლა ფრანგმა მეცნიერმა — ლაზარე პიკალტმა. 1794 წელს, არქიპელაგი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ, რომელმაც XIX საუკუნის შუიდან (1835 წელს მონობის გაუქმების შემდეგ) ხელი შეუწყო კუნძულებზე ინდოელების იმიგრაციას, რომლებიც მისდევდნენ ვაჭრობას ან მუშაობდნენ ქოქოსის პლანტაციებში.

1814 წელს პარიზის ხელშეკრულების თანახმად, სეიშელის კუნძულები შევიდა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში.[3]

1835 წელს მონობის გაუქმებისას, კუნძულებზე ევროპელ კოლონისტებზე ჩამორთმეული მათი სამუშაო ძალის გამო, შემცირდა ინტენსიური მუშაობა ისეთ მცენარეულ კულტურებზე, როგორიცაა ქოქოსი, ვანილი, მიხაკი და დარიჩინი.

1840 წელს კუნძულები ადმინისტრაციულად შეუერთეს ბრიტანეთის კოლონიას — მავრიკის, საიდანაც გადმოსახლება დაიწყეს ჩინელებმა. 1903 წელს სეიშელის კუნძულები გამოყვეს დიდი ბრიტანეთის ცალკე გვირგვინის კოლონიად. ამავე დროს კუნძულებზე გამოჩნდნენ არაბეთიდან გადმოსახლებულები.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი

1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იჯარით სახელმწიფოს მთავარ კუნძულ მაეზე აშენდა ბაზა.

1965 წელს დიდმა ბრიტანეთმა სეიშელის კუნძულებს ჩამოართვა ალდაბრის კუნძულები, ფარქუარის კუნძულები, დეროში და ზოგიერთი სხვა. ჩაგოსის არქიპელაგთან ერთად ისინი შეიყვანეს ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიაში.

მეორე მსოფლიო ომის (1939—1945) შემდეგ, განსაკუთრებით 60-70-იან წლებში, დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა (გაფიცვები 1966, 1972 და სხვ.). 1960-იან წლებში შეიქმნა პოლიტიკური პარტიები: ხალხის გაერთიანებული პარტია (ხგპ) და დემოკრატიული პარტია (დპ). 1970 წელს სეიშელის კუნძულებს შინაგანი ავტონომია მიანიჭეს.

1970 წელს სეიშელის კუნძულებზე მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ზრდასრულთათვის უნივერსალური საარჩევნო უფლების მინიჭებას. არჩევნები ჩატარდა 1966 და 1970 წლებში.

 
ბრიტანელი გუბერნატორი, 1972 წელი

1976 წლის 28 ივნისს გამოცხადდა სეიშელის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. ბრიტანელებთან მოლაპარაკებების შედეგად მას დაუბრუნდა 1965 წელს წართმეული ალდაბრის კუნძულები, ფარქუარის კუნძულები, კუნძული დეროში. არჩევნების შედეგად ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა მიიღო დემოკრატიულმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრი გახდა ჯეიმზ მენჩემი. დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმების დაახლოებით 52 % და 13 ადგილი პარლამენტში, ხალხის გაერთიანებულმა პარტიამ (ხგპ) — დაახლოებით 48 % და 2 ადგილი.

1977 წლის 4-5 ივნისს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადარტრიალება, პრეზიდენტი გადააყენეს და ხელისუფლებაში მოვიდა ხალხის გაერთიანებული პარტია (ხგპ), რომელიც იზიარებდა მარქსისტულ, სოციალისტურ შეხედულებებს. 1978 წელს ხალხის გაერთიანებულ პარტიას (ხგპ) სახელი შეეცვალა და დაერქვა სახალხო პროგრესული ფრონტი (სპფ), რომლის იდეების საფუძვლად გამოცხადდა სოციალიზმი. ქვეყანაში 1979 წლის კონსტიტუციის მიხედვით დამყარდა ერთპარტიული სისტემა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩამოერთვათ მფლობელებს, ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და თევზსაჭერი კოლექტიური მეურნეობები.

ქვეყანაში აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა: მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირველ 2,5 წელს იყო ასეთი 3 შემთხვევა, მსგავსი ცდები ასევე იყო 1981 (ცნობილი დაქირავებულის მაიკლ ჰორის ხელმძღვანელობით), 1982, 1986 და 1987 წლებში.

1977 წლიდან სეიშელის კუნძულებს შეუცვლელად მართავდა სახალხო პროგრესული ფრონტის (სპფ) მეთაური ფრანს-ალბერ რენე (პრეზიდენტის პოსტზე არჩეული იყო 1979, 1984, 1989, 1993, 1998 და 2001 წლებში). 1981 წლის ივლისში სპფ-ის ყრილობამ კვლავ დაადასტურა პარტიის ორიენტაცია სოციალისტური გზით სეიშელის კუნძულების განვითარებისა. საგარეო პოლიტიკაში სეიშელის კუნძულების მთავრობა განაგრძობდა პოზიტიური ნეიტრალიტეტის კურსის გატარებას, მხარს უჭერდა უცხოეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას ინდოეთის ოკეანეში და მის მშვიდობიან ზონად გადაქცევას. 1991 წელს ის და მისი პარტია დათანხმდა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ასევე უარი თქვეს მარქსიზმზე. 2004 წელს რენემ თავისი სურვილით დატოვა პრეზიდენტის პოსტი და გადასცა იგი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმზ მიჩელს, რომელიც გადარჩეული იქნა 2006 და 2011 წლებში.

1993 წელს მეორე ცდით მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც უარი თქვა ძველ იდეურ კურსზე, გამოაცხადა მრავალპარტიულობა, პრივატიზაცია, საბაზრო მეურნეობა და ოფშორები.

2004 წლის ბოლოს სეიშელის რამდენიმე კუნძულზე მოხდა ცუნამი, რომელმაც ძალზე იმოქმედა ქვეყნის გარემოსა და ეკონომიკაზე.

2013 წლის იანვარში, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იგი გამოწვეული იყო ტროპიკული ციკლონისაგან, რომელმაც გაანადგურა ასობით სახლი.

Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5Our History. National Assembly of Seychelles. ციტირების თარიღი: 12 May 2012.Страны мира: Краткий полит.-экон. справочник. — М.: Политиздат, 1985. — С. 341. — 495 с. — 300 000 экз.
Photographies by:
Mathieu Bastide - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2158
Statistics: Rank
57176

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
125348769Click/tap this sequence: 6832
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სეიშელის კუნძულები ?

Booking.com

What can you do near სეიშელის კუნძულები ?

493.122 visits in total, 9.215 Points of interest, 405 Destinations, 23 visits today.