თუშეთი, მთათუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და რამდენიმე სოფელს მოიცავს. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ისტორია
 
შუა საუკუნეების საბრძოლო კოშკი თუშეთში

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.

ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში. IV ს-ის პირველ ნახევარში თუშეთი იყო გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი მთიელების თავშესაფარი. ასე მოხდა ფხოველების მიგრაცია თუშეთში. V საუკუნიდან გახდა იბერიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. VIII საუკუნეში ხუნძახის თემთან ერთად შედიოდა ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები. VIII-IX საუკუნეებში, კახეთის სამთავროს შემადგენლობაში ყოფნის დროს, შედიოდა პანკისის საერისთავოში, მოგვიანებით კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს — კახეთის საერისთავოში.

XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ მოექცა კახეთის სამეფოში, როგორც თუშეთის სამოურავო. სასულიერო თვალსაზრისით ექვემდებარებოდა ალავერდის ეპარქიას. მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.

XVII საუკუნის II ნახევარში თუშეთი წარმოადგენდა მეფე ერეკლე I-ის საყრდენს ტახტისთვის ბრძოლაში. 1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას. თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით. XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს. XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო თუშების ჩასახლება კახეთში, ალვანის ველზე.

 
თუში მეომარი, 1898 წ.

1831 წლის ზაფხულში ექსპედიციით იმყოფებოდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლური განყოფილება სერგი მაკალათიას ხელმძღვანელობით. აღნიშნულმა ჯგუფმა ადგილზე ორი თვე დაჰყო და თავისი სამუშაო გეგმაც შეასრულა. მაკალათიას ნაშრომის — „თუშეთის“ გამოსვლის შემდეგ ეთნოგრაფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, გეოგრაფიასა და ადგილობრივ მეტყველებას მრავალი მკვლევარი სწავლობდა: გ. ბოჭორიძე, გ. ზარდალიშვილი, ვ. ელანიძე, ვ. ლაგაზიძე, ა. შავხელიშვილი, მ. ხუციშვილი, გ. ჯალაბაძე, მ. მაკალათია, გ. გასიტაშვილი, ლ. ბედუკიძე, ც. ბეზარაშვილი, ლ. მოლოდინი, ლ. სოსელია, ნ. ჯიქია, ნ. ღოღობერიძე, ც. ყარაულაშვილი, რ. დოლაბერიძე, პ. ხუბუტია, თ. ოჩიაური, გ. ცოცანიძე, თ. უთურგაიძე და სხვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. ბოჭორიძის მიერ 1935 წლის ზაფხულში ჩატარებული მუშაობა.

Photographies by:
Wim Koolhoven from Enschede, Netherlands - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
2044
Statistics: Rank
61260

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
935467218Click/tap this sequence: 9136
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near თუშეთი ?

Booking.com
492.990 visits in total, 9.215 Points of interest, 405 Destinations, 66 visits today.