ვალეტა

ვალეტა (მალტ. Belt Valletta, ინგლ. Valletta) — მალტის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის მთავარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2014 წელს ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 6444-ს შეადგენდა. ვალეტა ნიქოზიის შემდეგ ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქია. ქალაქის ფართობი 0,61 კმ²-ია, რითაც ეს უკანასკნელი ევროკავშირის ყველაზე პატარა დედაქალაქია.

ქალაქს სახელი ფრანგი დიდგვაროვნის, მალტის ორდენის 49-ე დიდი მაგისტრის, ჟან პარისოტ დე ვალეტეს პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც 1565 წელს კუნძული ოსმალთა შემოჭრისგან დაიცვა.

ქალაქის XVI საუკუნით დათარიღებული ნაგებობები ჰოსპიტალიერთა ორდენის მიერაა აშენებული. ვალეტის არქიტექტურული იერსახე ბაროკოს სტილისაა, ნეოკლასიციზმისა და მოდერნიზმის ელემენტებით. ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა მეორე მსოფლიო ომმა, მის შედეგად განადგურებულ ნაგებობებს შორის გამოირჩეოდა სამეფო ოპერის შენობა. ვალეტა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 1980 წელს შევიდა.

ისტორია
 
ინგლისელი რომანტიკოსი მხატვრის, უილიამ ტერნერის ნახატი, რომელზეც ქალაქის დიდი ნავსადგური და სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმია გამოსახული
 
წმინდა ელმოს სახელობის ციხე-სიმაგრე
წმინდა იოანეს ორდენი

ვალეტა XVI საუკუნეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ორდენის წევრებმა დააარსეს.[1] იმ პერიოდში ნახევარკუნძულზე მდებარე ერთადერთი ნაგებობა საათის კოშკი იყო,[2] რომელიც 1488 წელს წმინდა ელმოს პატივსაცემად აშენდა.[3] 1552 საათის კოშკი დაანგრიეს და მის ადგილას წმინდა ელმოს სახელობის ციხე-სიმაგრე ააგეს.[4]

1565 წლის დიდი ალყის დროს, ციხე-სიმაგრე ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, თუმცა ორდენის სამხედრო ძალებმა სიცილიელი მაშველი ჯარების დახმარებით ალყა გაარღვიეს და დაიბრუნეს ციხე-სიმაგრე. დიდმა მაგისტრმა, ჟან პარისოტ დე ვალეტემ, რომელიც ორდენის ჯარებს მთავრსარდლობდა, ნახევარკუნძულზე მტკიცედ გამაგრებული ქალაქის გაშენება ბრძანა, რითაც ორდენი კუნძულზე თავის პოზიციას განამტკიცებდა. ქალაქს მის პატივსაცემად ლა ვალეტა ეწოდა.[5]

ვალეტა მალტის დედაქალაქი 1571 წლის 18 მარტს გახდა, როცა დიდმა მაგისტრმა, პიერ დე მონტემ თავისი ტახტი ბირგუდან ვალეტაში გადაიტანა.

1634 წელს დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ვალეტაში 22 ადამიანი დაიღუპა.[6] 1749 წელს მუსლიმი მონები დიდი მაგისტრი მანუელ პინტო დე ფონსეკას მკვლელობას და ვალეტაში ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავდნენ. მათი შეთქმულება ჩაიშალა, რადგან ორდენმა დროულად შეიტყო მის შესახებ და მალევე ჩაახშო. შეთქმულების შემდეგ, მანუელ პინტო დე ფონსეკამ ქალაქის მრავალი ნაგებობა ბაროკოს სტილში გადააკეთა ან ხელახლა ააშენა.[7]

ფრანგული ოკუპაცია და ბრიტანელთა მმართველობა

1798 წელს კუნძულზე ფრანგული სამხედრო ძალები შეიჭრნენ, რომლებმაც ჰოსპიტალიერთა ორდენი განდევნეს.[8] ადგილობრივთა აჯანყების შემდეგ, ფრანგულმა ჯარებმა ქალაქის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია განაგრძეს, სანამ 1800 წელს ბრიტანელებს დანებებოდნ.

XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა სამოქალაქო კომისიონერმა, ჰენრი პაიგოტმა ქალაქის ნაგებობათა დიდი ნაწილის დანგრევის ბრძანება გასცა.[9] შენობების განადგურება 1870-იან და 1880-იან წლებშიც მოითხოვეს, თუმცა ეს ბრძანება არასოდეს განხორციელებულა და ქალაქის ნაგებობები ძირითადად ხელუხლებელი დარჩა.[1]

ბრიტანელთა მმართველობის შემდგომ პერიოდში ვალეტაში სამშენებლო პროექტები განახლდა, რომლის ფარგლებში უამრავი შენობა ააგეს, აღადგინეს და განაახლეს. 1883 წელს მალტის რკინიგზა ამოქმედდა,[10] რომელიც ვალეტას ქალაქ მდინასთან აკავშირებდა. რკინიგზა 1931 წელს დაიხურა, რადგან ქალაქში ყველაზე ხშირად გამოყენებადი სატრანსპორტო საშუალება ავტობუსები გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელთა და იტალიელთა საჰაერო დაბომბვებმა ვალეტა მნიშვნელოვნად დააზიანა. დაბომბვების მსხვერპლი გახდა სამეფო ოპერის შენობა, რომელიც ქალაქის შესასვლელში XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა.

ვალეტის ნავსადგური 1850 წელს 

ვალეტის ნავსადგური 1850 წელს

ქალაქის კარიბჭე 1853 წელს 

ქალაქის კარიბჭე 1853 წელს

სამეფო ოპერის შენობა 1911 წელს 

სამეფო ოპერის შენობა 1911 წელს

ვალეტა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 

ვალეტა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

თანამედროვე ისტორია
წმინდა იოანეს ორდენი — 1566–1798

მალტის ფრანგული რესპუბლიკა — 1798–1800
მალტის პროტექტორატი — 1800–1813
მალტის სამეფო კოლონია — 1813–1964
მალტის სახელმწიფო — 1964–1974

მალტის რესპუბლიკა — 1974–დან დღემდე

1980 წელს ვალეტაში 24-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა.[11] ამავე წელს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.[12][13]

2015 წლის 11 ნოემბერს ვალეტაში მიგრაციის სამიტი ჩატარდა, რომელზეც ევროპელმა და აფრიკელმა ლიდერებმა განიხილეს საემიგრაციო კრიზისი ევროპაში.[14] ამავე წლის 27 ნოემბერს დედაქალაქმა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ხელისუფლების ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლა.[15]

2018 წელს ვალეტა ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.[16]

ქალაქის კარიბჭე, რომელიც რენცო პიანომ დააპროექტა 

ქალაქის კარიბჭე, რომელიც რენცო პიანომ დააპროექტა

ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი 

ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი

განახლებული ტრიტონის შადრევანი 

განახლებული ტრიტონის შადრევანი

↑ 1.0 1.1 Attard, Sonia. The Valletta Fortifications. ციტირების თარიღი: 12 July 2015.Leopardi, E. R. (1949). „The First Printed Description of Malta : Lyons 1536“ (PDF). Scientia. 15 (2): 56, 58.https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/30600/1/Triton%20Square%20and%20Bisjuttin%20Area-Embelishment%20projects.pdfHistory of Valletta. ციტირების თარიღი: 19 September 2014.Blouet, Brian W. (October 1964). „Town Planning in Malta, 1530–1798“. Town Planning Review. Liverpool University Press. 35 (3): 183. doi:10.3828/tpr.35.3.383v818680j843v8.Spiteri, Stephen C. (2012). „Hospitaller Gunpowder Magazines“. Arx – International Journal of Military Architecture and Fortification. Occasional Papers (2): 6.Mifsud Bonnici, Carmelo (August 1936). „Fr. Emanuel Pinto de Fonseca“ (PDF). Malta Letteraria. 11 (8): 230.Zammit, Andre (1986). „Valletta and the system of human settlements in the Maltese Islands“. Ekistics. Athens Center of Ekistics. 53 (316/317): 89–95. JSTOR 43620704.Bonello, Giovanni (18 November 2012). „Let’s hide the majestic bastions“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 14 October 2014.Cole, Beverly (2011). Trains. Potsdam, Germany: H.F.Ullmann, გვ. 64. ISBN 978-3-8480-0516-1. 24th Chess Olympiad. OlimpBase. ციტირების თარიღი: 2 March 2014.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის unesco არ არის მითითებული ტექსტი; $2შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის olivergatt არ არის მითითებული ტექსტი; $2Valletta Conference on Migration (Malta, 11–12 November 2015) – Orientation debate. Council of the European Union (30 June 2015). ციტირების თარიღი: 12 November 2015.„Queen to greet line-up of despots at meeting of Commonwealth leaders in Malta“. Daily Telegraph. 26 November 2015. ციტირების თარიღი: 29 November 2015.Valletta awarded the title of European Capital of Culture in 2018. gov.mt. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
Photographies by:
Mandyy88 - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2612
Statistics: Rank
46483

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
953718642Click/tap this sequence: 3349
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვალეტა ?

Booking.com
493.497 visits in total, 9.222 Points of interest, 405 Destinations, 1 visits today.