Context of მონღოლეთი

მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს. ულან-ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის 38 % ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. მონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. 1911 წელს კი მონღოლეთში დაემხო ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დე-ფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, მანამდე მის დამოუკიდებლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა, საერთაშორისო აღიარება 1945 წელს მოიპოვა. მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭო...დაწვრილებით

მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს. ულან-ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის 38 % ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. მონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. 1911 წელს კი მონღოლეთში დაემხო ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დე-ფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, მანამდე მის დამოუკიდებლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა, საერთაშორისო აღიარება 1945 წელს მოიპოვა. მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას. ამას მოჰყვა მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე.

1 564 116 კვ. კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით. მოსახლეობის 30 % მომთაბარეა. დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ, მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუველები. სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მეტწილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლობენ.

Where can you sleep near მონღოლეთი ?

Booking.com
490.055 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 19 visits today.