შვეიცარია

Cristo Vlahos - CC BY-SA 3.0 RhodesHilary - CC BY-SA 4.0 Kecko - CC BY 2.0 Barbara71pit - CC BY-SA 4.0 Ginkgo - CC BY 3.0 Roland Zumbühl - CC BY-SA 3.0 chensiyuan - CC BY-SA 4.0 Kraftwerke Oberhasli AG - CC BY-SA 3.0 de Kecko - CC BY 2.0 Ricartation - CC BY-SA 4.0 Julian Peter - CC BY 2.0 Rozefiz - CC BY-SA 4.0 Cristina Del Biaggio - CC BY-SA 3.0 sanil - CC0 Kecko - CC BY 2.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 Kecko - CC BY 2.0 dconvertini - CC BY-SA 2.0 Photography: albularider Post-production: Zacharie Grossen - CC BY 2.0 Nikolai Karaneschev - CC BY 3.0 Björn Söderqvist - CC BY-SA 2.0 Julian Peter - CC BY 2.0 Daniel Reust - CC BY-SA 4.0 BenHur - CC BY-SA 3.0 dconvertini - CC BY-SA 2.0 Christian David - CC BY-SA 4.0 Capricorn4049 - CC BY-SA 4.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 - Public domain Plattens - CC BY-SA 3.0 Luca Casartelli - CC BY-SA 3.0 Edwin Lee - CC BY 2.0 Paradise Chronicle - CC BY-SA 4.0 Unknown authorUnknown author - Public domain ZachT - Public domain RhodesHilary - CC BY-SA 4.0 M M from Switzerland - CC BY-SA 2.0 Leiju - CC BY-SA 3.0 Champer - CC BY-SA 3.0 Günter Seggebäing, Coesfeld - CC BY-SA 3.0 Capricorn4049 - CC BY-SA 4.0 FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de Kecko - CC BY 2.0 FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de Giramondo1 from Vila Isabel, Brasil - CC BY 2.0 FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de dconvertini - CC BY-SA 2.0 Coolcaesar - CC BY-SA 3.0 Plattens - CC BY-SA 3.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 Nikolai Karaneschev - CC BY 3.0 Roland Zumbühl - CC BY-SA 3.0 ZachT - Public domain FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de Kecko - CC BY 2.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 Günter Seggebäing, Coesfeld - CC BY-SA 3.0 Nikolai Karaneschev - CC BY 3.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 RhodesHilary - CC BY-SA 4.0 NielsB at Dutch Wikipedia - CC BY-SA 3.0 Maude Rion - CC BY-SA 4.0 Alps - Public domain No images

Context of შვეიცარია

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო. მდებარეობს დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. არის ფედერალური რესპუბლიკა 26 კანტონით, რომლის ფედერალური ხელისუფლება დედაქალაქ ბერნშია განთავსებული. სამხრეთით ესაზღვრება იტალია, დასავლეთით - საფრანგეთი, ჩრდილოეთით - გერმანია, ხოლო აღმოსავლეთით ავსტრია და ლიხტენშტეინი. გეოგრაფიულად იყოფა შვეიცარიის ზეგანის, ალპებისა და იურის მთების ტერიტორიებად, რომელთა საერთო ფართობი 41,285 კმ 2-ია; აქედან ხმელეთი 39,997 კმ2 მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის უდიდესი ტერიტორია ალპებს უკავია, მოსახლეობა დაახლოებით 8.5...დაწვრილებით

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო. მდებარეობს დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. არის ფედერალური რესპუბლიკა 26 კანტონით, რომლის ფედერალური ხელისუფლება დედაქალაქ ბერნშია განთავსებული. სამხრეთით ესაზღვრება იტალია, დასავლეთით - საფრანგეთი, ჩრდილოეთით - გერმანია, ხოლო აღმოსავლეთით ავსტრია და ლიხტენშტეინი. გეოგრაფიულად იყოფა შვეიცარიის ზეგანის, ალპებისა და იურის მთების ტერიტორიებად, რომელთა საერთო ფართობი 41,285 კმ 2-ია; აქედან ხმელეთი 39,997 კმ2 მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის უდიდესი ტერიტორია ალპებს უკავია, მოსახლეობა დაახლოებით 8.5 მილიონია, რომლის დიდი ნაწილი პლატოზეა კონცენტრირებული. ზეგანზე ვხვდებით ქვეყნის უდიდეს ქალაქებსა და ეკომონიკურ ცენტრებს, რომელთა შორისაა ციურიხი, ჟენევა და ბაზელი; აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად ადგილსამყოფელს (ფიფა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეორე უდიდესი ოფისი, საერთაშორისო დასახლებების ბანკი); ზეგანის ტერიტორიაზეა განლაგებული შვეიცარიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტებიც.

შვეიცარიის კავშირი ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების გვიან პერიოდში, ავსტრიისა და ბურგუნდიის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო სერიის შედეგად. საღვთო რომის იმპერიამ შვეიცარიის დამოუკიდებლობა ფორმალურად 1648 წელს, ვესტფალიის ზავით აღიარა. შვეიცარიის დაფუძნების დოკუმენტად ითვლება 1291 წლის ფედერალური ქარტია; აღნიშნული დღე შვეიცარიის ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული. XVI საუკუნის რეფორმირების შემდეგ, შვეიცარია ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის ძლიერ პოლიტიკას; 1815 წლიდან შვეიცარია საერთაშორისო ომებში არ იბრძვის, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2002 წლამდე არ უერთდებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა აქტიურად აწარმოებს საგარეო მოლაპარაკებებს და ხშირად არის ჩართული მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად ორგანიზებულ ღონისძიებებში. არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ჯვრის დაფუძნების ადგილი; აგრეთვე, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგალითად, ჟენევაში მდებარე გაეროს მეორე უდიდესი ოფისის) ადგილსამყოფელი. არის თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, მაგრამ არაა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ევროპის კავშირი, ევროპის ეკონომიკური ტერიტორია, ევროზონა. თუმცა, იგი ორმხრივი ხელშეკრულებით, არის შენგენის ზონისა და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი.

Where can you sleep near შვეიცარია ?

Booking.com
489.924 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 89 visits today.