Մայր Հայաստան հուշահամալիր

( დედა-სომხეთი )

დედა-სომხეთი (სომხ. Մայր Հայաստան) — საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად დადგმული ქანდაკება ერევანში, სომხეთში. მონუმენტის სიმაღლეა 50 მეტრი, აქედან 23 მეტრი თვით ქანდაკების სიმაღლეა. მდებარეობს ახტანაკის (გამარჯვების) პარკში, ქალაქის ცენტრში.

მონუმენტის კვარცხლბეკი აგებულია 1950 წელს არქიტექტორ რაფაელ ისრაელიანის მიერ და შესრულებულია გრანიტით, გამოყენებულია ეროვნული ორანამენტების მოტივები. თავდაპირველად ამ კვარცხლბეკზე აღმართული იყო სტალინის ქანდაკება (მოქანდაკე სერგეი მერკუროვი), რომელიც 1962 წელს ჩამოიღეს. ქანდაკება „დედა-სომხეთი“ აიგო 1967 წელს მოქანდაკე არა არუთიუნიანის მიერ, შესრულებულია ჭედური სპილენძით და ის სამშობლოს ძლიერებას განასახიერებს. ქანდაკება გამოსახავს დედას, რომელიც ხმალს ქარქაშში აგებს. მას ფერხთით ფარი უდევს. ფიგურას სტილიზებული ფორმის ხელები და ტანსაცმლის მკაცრი ნაკვთები აქვს. მონუმენტის ქვედა ნაწილში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს მუზეუმი, რომელშიც მეორე მსოფლიო და ყარაბაღის ომების დროინდელი ექსპ...დაწვრილებით

დედა-სომხეთი (სომხ. Մայր Հայաստան) — საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად დადგმული ქანდაკება ერევანში, სომხეთში. მონუმენტის სიმაღლეა 50 მეტრი, აქედან 23 მეტრი თვით ქანდაკების სიმაღლეა. მდებარეობს ახტანაკის (გამარჯვების) პარკში, ქალაქის ცენტრში.

მონუმენტის კვარცხლბეკი აგებულია 1950 წელს არქიტექტორ რაფაელ ისრაელიანის მიერ და შესრულებულია გრანიტით, გამოყენებულია ეროვნული ორანამენტების მოტივები. თავდაპირველად ამ კვარცხლბეკზე აღმართული იყო სტალინის ქანდაკება (მოქანდაკე სერგეი მერკუროვი), რომელიც 1962 წელს ჩამოიღეს. ქანდაკება „დედა-სომხეთი“ აიგო 1967 წელს მოქანდაკე არა არუთიუნიანის მიერ, შესრულებულია ჭედური სპილენძით და ის სამშობლოს ძლიერებას განასახიერებს. ქანდაკება გამოსახავს დედას, რომელიც ხმალს ქარქაშში აგებს. მას ფერხთით ფარი უდევს. ფიგურას სტილიზებული ფორმის ხელები და ტანსაცმლის მკაცრი ნაკვთები აქვს. მონუმენტის ქვედა ნაწილში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს მუზეუმი, რომელშიც მეორე მსოფლიო და ყარაბაღის ომების დროინდელი ექსპონატებია გამოფენილი: გმირების პირადი ნივთები, იარაღი, დოკუმენტები და პორტრეტები. კვარცხლბეკის ირგვლივ გამოფენილია იმ პერიოდის შეიარაღების ნიმუშები.

Photographies by:
Mosinyan - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
6067
Statistics: Rank
13273

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
932785461Click/tap this sequence: 7964

Google street view

Where can you sleep near დედა-სომხეთი ?

Booking.com

What can you do near დედა-სომხეთი ?

491.322 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 67 visits today.