Context of ბერლინი

ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3 711 930 (2017) ადამიანს შეადგენს, რაც მას ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს. ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია და იგი გარშემორტყმულია ბრანდენბურგის მხარეთი, რომლის დედაქალაქიც პოტსდამია, რომელიც უშუალოდ ბერლინს ესაზღვრება. ორივე ქალაქი ბერლინ/ბრანდენბურგის მეტროპოლიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც 6 004 857 (2015) მოსახლეობით გერმანიის მესამე უმსხვილესი მეტროპოლიური რეგიონია, რაინ-რურის და რაინ-მაინის შემდეგ.

არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.

ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კუ...დაწვრილებით

ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3 711 930 (2017) ადამიანს შეადგენს, რაც მას ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს. ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია და იგი გარშემორტყმულია ბრანდენბურგის მხარეთი, რომლის დედაქალაქიც პოტსდამია, რომელიც უშუალოდ ბერლინს ესაზღვრება. ორივე ქალაქი ბერლინ/ბრანდენბურგის მეტროპოლიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც 6 004 857 (2015) მოსახლეობით გერმანიის მესამე უმსხვილესი მეტროპოლიური რეგიონია, რაინ-რურის და რაინ-მაინის შემდეგ.

არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.

ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.

More about ბერლინი

Where can you sleep near ბერლინი ?

Booking.com
493.291 visits in total, 9.217 Points of interest, 405 Destinations, 94 visits today.