दीपावली ( დივალი )

დივალი — სინათლის ფესტივალი, რომელსაც აღნიშნავენ ინდუსები, ჯაინიზმის მიმდევრები და სიქები. ფესტივალი, როგორც წესი, ხუთ დღეს გრძელდება და აღინიშნება ინდუისტური ლუნისოლარული თვის ქართიკაში (ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე). ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი, დივალი, მიიჩნევა „სინათლის გამარჯვებად სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და ცოდნის უმეცრებაზე“. ფესტივალი დაკავშირებული ლაკშმისთან, კეთილდღეობის ქალღმერთთან, სხვა მრავალი რეგიონალური ტრადიციით დღესასწაული უკავშირდება შემდეგ ღვთაებებს: სიტა და რამა, ვიშნუ, კრიშნა, იამა, იამი, დურგა, კალი, ჰანუმანი, განეშა, კუბერა, დანვანტარი ან ვიშვაკარმანი . რიგ რეგიონებში, აღნიშნავენ რამას დაბრუნებას თავის აიოდჰიას სამეფოში მეუღლესთან, სიტასთან და მის ძმასთან, ლაკშამანასთან ერთად, რავანას დამარცხების შემდეგ ლანკაში, 14 წლიანი დევნილობის შემდეგ.

დივალის დაწყებამდე, სადღესასწაულოდ ამზადებენ თავიანთი სახლებსა და სამუშაო ადგილებს: ასუფთავებენ, არემონტებენ და დეკორაციებით, დიაგირებით (ზეთის ნათურებით) და რანგოლით, რთავენ. დივალის დროს ადამიანებს აცვიათ მათი საუკეთესო ტანსაცმელი, ანათებენ საკუთარ სახლებს, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. იმართება ლაკშმის თაყვანისცემის ცერემონიალი, რომელიც არის კეთილდღეობის და სიმდიდრის ქალღმერთი . დივალი ასევე მთავარი კულტურული ღონისძიებაა ინდური და ჯაინური დიასპორისთვის ინდოეთის ნახევარკუნძულიდან.

ხუთდღიანი ფესტივალი წარმოიშვა ინდოეთის ნახევარკუნძულზე და ნახსენებია ადრეულ სანსკრიტულ ტექსტებში. ჩვეულებრივ, დივალს აღნიშნავენ დაშერას (დასაარა, დასაინი) ფესტივალიდან ოცი დღის შემდეგ, როდესაც სადღესასწაულო ღონისძიებების შემდეგ მოწაფეები წმენდენ სახლებს და იატაკზე აკეთებენ დეკორაციებს, მაგალითად რანგოლის . მეორე დღეა ნარაკა ჩატურდაში . მესამე დღე არის ლაკშმი პუჯას დღე და თვის ყველაზე ბნელი ღამე. ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში ლაქშმი პუჯას მეორე დღეს აღინიშნება გოვარდან პუჯა და ბალიპრატიპადა (პადვა). ზოგიერთი ინდუისტური საზოგადოება ბოლო დღეს აღნიშნავს ბჰაი დუჯს.

აღმოსავლეთ ინდოეთისა და ბანგლადეშის ინდუისტები ზოგადად აღნიშნავენ დივალს, რომლის დროსაც ქალღმერთ კალის სცემენ თაყვანს. დივალის ფესტივალის მთავარი დღე (ლაკშმი პუჯას დღე) არის ოფიციალური დღესასწაული შემდეგ ქვეყნებში ფიჯი, გაიანა, ინდოეთი, მალაიზია (სარავაკის გარდა), მავრიკი, მიანმარი, ნეპალი, პაკისტანი, სინგაპური, შრი-ლანკა, სურინამი და ტრინიდადი და ტობაგო .