დრაკონის მთები

დრაკონის მთები (აფრიკ. Drakensberge; ნიდ. Drakensbergen) — უმაღლესი მთათა სისტემა სამხრეთ აფრიკაში. მაქსიმალური სიმაღლე 3482 მ (მთა თაბანა-ნტლენიანა). ზულუს ენაზე მას უხაჰლამბას უწოდებენ, სესოთოს ენაზე კი მალუტის. მისი გეოლოგიური ისტორია, მთებს განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს მსოფლიოს სხვა მთის სისტემებს შორის. გეოლოგიურად, მთაგრეხილი მიემსგავსება ეთიოპიაში მდებარე სიმიენის მთებს.

კამბრიამდელ ერაში, ვულკანების მასიური ამოფრქვევების შედეგად, სამხრეთ აფრიკის სუბ-კონტინენტის ეს ფართო ნაწილი ლავით დაიფარა. პალეოზოურ ერაში, ქარისა და წყლის დეპიზოტებმა ფიქლების, გაქვავებული ტალახისა და ქვიშაქვის ფენები გაამსხვილა, რომლებიც დღეს პირველყოფილ, უძველეს კლდეებს წარმოადგენენ და კარუს სუპერჯგუფის სახელით არიან ცნობილი. როდესაც 200 მლნ წლის წინ გონდვანამ გახლეჩვა დაიწყო. შედეგად წარმოშობილმა ძალებმა განაპირობა მაგმის ამოხეთქვა, რომელსაც დრაკონის მთების ლავას უწოდებენ; იგი დედამიწის ზედაპირის ნახეთქებიდან გადმოდიოდა. დრაკონის მთების რეგიონი „გადახურულია“ სედიმენტური კლდის ფორმაციებით,...დაწვრილებით

დრაკონის მთები (აფრიკ. Drakensberge; ნიდ. Drakensbergen) — უმაღლესი მთათა სისტემა სამხრეთ აფრიკაში. მაქსიმალური სიმაღლე 3482 მ (მთა თაბანა-ნტლენიანა). ზულუს ენაზე მას უხაჰლამბას უწოდებენ, სესოთოს ენაზე კი მალუტის. მისი გეოლოგიური ისტორია, მთებს განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს მსოფლიოს სხვა მთის სისტემებს შორის. გეოლოგიურად, მთაგრეხილი მიემსგავსება ეთიოპიაში მდებარე სიმიენის მთებს.

კამბრიამდელ ერაში, ვულკანების მასიური ამოფრქვევების შედეგად, სამხრეთ აფრიკის სუბ-კონტინენტის ეს ფართო ნაწილი ლავით დაიფარა. პალეოზოურ ერაში, ქარისა და წყლის დეპიზოტებმა ფიქლების, გაქვავებული ტალახისა და ქვიშაქვის ფენები გაამსხვილა, რომლებიც დღეს პირველყოფილ, უძველეს კლდეებს წარმოადგენენ და კარუს სუპერჯგუფის სახელით არიან ცნობილი. როდესაც 200 მლნ წლის წინ გონდვანამ გახლეჩვა დაიწყო. შედეგად წარმოშობილმა ძალებმა განაპირობა მაგმის ამოხეთქვა, რომელსაც დრაკონის მთების ლავას უწოდებენ; იგი დედამიწის ზედაპირის ნახეთქებიდან გადმოდიოდა. დრაკონის მთების რეგიონი „გადახურულია“ სედიმენტური კლდის ფორმაციებით, 1400 მეტრზე მეტი სისქის ბაზალტის შრეებით. ამჟამად მიმდინარე ეროზიული პროცესები ზემოქმედებს ზოგიერთ შიგა შრის სედიმენტებზე.

მთათა სისტემის უმაღლესი წერტილია თაბანა-ნტლენიანა (3482 მ). სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია მაფადი (3450 მ), მაკოანენგი (3416 მ), გიგანტების ციხესიმაგრე (3315 მ) და ბენ-მაკდუი (3001 მ). ყველა მათგანი ლესოთოს საზღვრის შემოგარენში მდებარეობს. ლესოთოს ჩრდილოეთით, მთაგრეხილი შედარებით დაბლდება.

დრაკონის მთების 2500 მეტრზე მაღალი ტერიტორია მსოფლიო ველური ბუნების ფონდის მიერ აღიარებულია მაღალმთიანი საძოვრებისა და ხეებიან ეკორეგიონად. ჩაშვებული მწვერვალები წარმოადგენენ აფრიკის ყველაზე სამხრეთში მდებარე მთებს. ეკვატორიდან სიშორე მას ყველაზე ცივ ადგილად აქცევს აფრიკის სხვა მთებს შორის. ნალექების მაღალი დონე წარმოქმნის ბევრ ნაკადულსა და მდინარეს, მათ შორის სამხრეთ აფრიკის უგრძესი მდინარის ორანჟის სათავესაც. აქვე იღებს სათავეს მდინარე ტუგელა. დრაკონის მთებში ასევე მდებარეობს მსოფლიოში სიმაღლით მეორე ჩანჩქერი ტუგელა (947 მ). მთებიდან მიმავალი მდინარეები წარმოქმნიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკის ძირითად რესურსს, ამარაგებენ რა წყლით ორ უმნიშვნელოვანეს სამრეწველო პროვინციას — მპუმალანგას და გაუტენგს, სადაც მდებარეობს ქალაქი იოჰანესბურგი. მთების კლიმატი მაღალ ზონაში ტენიანი და ცივია, ზამთარში თოვლით.

დრაკონის მთები მდიდარია მცენარეულობით, რომელთა შორისაც დიდი რაოდენობითაა წითელ წიგნში შეტანილი ჯიშები, მათ შორის 119 სახეობა გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფად მიიჩნევა. სულ არსებული 2153 მცენარის სახეობიდან, 98 იშვიათი ენდემი ან თითქმის ენდემია. არეალში აღნუსხულია ფრინველის 299 სახეობა.

მაღალი მწვერვალები მისაღწევად საკმაოდ რთულია, ამიტომ გარემო თითქმის მთლიანად დაუზიანებელია. მიუხედავად ამისა, განვითარებულია ტურიზმი, რომლის ინდუსტრიაც მოიცავს საფეხმავლო ბილიკებს, სასტუმროებსა და მწვერვალების სიახლოვეს მდებარე კურორტებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე შედარებით მაღალი ნაწილი თითქმის მთლიანად გამოცხადებულია ნაკრძალად, ხოლო დრაკონის მთების პარკი 2000 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Photographies by:
Ryanj93 - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
518
Statistics: Rank
181738

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
586497312Click/tap this sequence: 4735
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near დრაკონის მთები ?

Booking.com
539.012 visits in total, 9.233 Points of interest, 405 Destinations, 20 visits today.