კაცობრიობის აკვანი

კაცობრიობის აკვანი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გაუტენგის პროვინციაში, იოჰანესბურგიდან 50 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ტერიტორია იკავებს 47 000 ჰექტარს და მოიცავს კირქვულ მღვიმეთა კომპლექსს, რომელთა შორისაცაა სტერკფონტეინის მღვიმეები, სადაც 1947 წელს, დოქტორ რობერტ ბრუმისა და ჯონ რობინზონის მიერ აღმოჩენილ იქნა 2,3 მლნ წლის ადამიანის წინაპრის — ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის (Australopithecus africanus) ნამარხები (ზედმეტსახელად მისტერ პლესი). აღმოჩენამ დაადასტურა 1924 წელს, რაიმონდ დარტის მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში აღმოჩენილი ახალგაზრდა ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის თავის ქალის ნამდვილობა. ტერიტორიებზე გათხრები დღემდე გრძელდება.

სახელწოდება კაცობრიობის აკვანი ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ყველაზე ბევრი და ამავე დროს ყველაზე ძველი ჰომინიდების ნამარხები, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ზოგიერთი მათგანის ასაკი 3,5 მლნ წელია. საკმარისია აღინიშნოს, რომ მხოლოდ სტერკფონტეინში აღმოჩენილია ა...დაწვრილებით

კაცობრიობის აკვანი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გაუტენგის პროვინციაში, იოჰანესბურგიდან 50 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ტერიტორია იკავებს 47 000 ჰექტარს და მოიცავს კირქვულ მღვიმეთა კომპლექსს, რომელთა შორისაცაა სტერკფონტეინის მღვიმეები, სადაც 1947 წელს, დოქტორ რობერტ ბრუმისა და ჯონ რობინზონის მიერ აღმოჩენილ იქნა 2,3 მლნ წლის ადამიანის წინაპრის — ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის (Australopithecus africanus) ნამარხები (ზედმეტსახელად მისტერ პლესი). აღმოჩენამ დაადასტურა 1924 წელს, რაიმონდ დარტის მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში აღმოჩენილი ახალგაზრდა ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის თავის ქალის ნამდვილობა. ტერიტორიებზე გათხრები დღემდე გრძელდება.

სახელწოდება კაცობრიობის აკვანი ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ყველაზე ბევრი და ამავე დროს ყველაზე ძველი ჰომინიდების ნამარხები, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ზოგიერთი მათგანის ასაკი 3,5 მლნ წელია. საკმარისია აღინიშნოს, რომ მხოლოდ სტერკფონტეინში აღმოჩენილია ადრეული ჰომინიდების დღემდე სადმე ნაპოვნი ნამარხების მესამედი.

1935 წელს რობერტ ბრუმმა სტერკფონტეინში პირველი ადამიანი-მაიმუნის თავის ქალა იპოვა და ამ ტერიტორიაზე მუშაობა განაგრძო. 1938 წელს, ახალგაზრდა მოსწავლემ, გრეტ ტერბლანშმა ბრუმის აღმოჩენილი თავის ქალა შეიძინა, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც პარანთროპ რობუსტუსი (Paranthropus robustus). 1938 წელსვე, კრომდაარსა და სტერკფონტეინს შორის, სპილენძის საბადოში ადამიანი-მაიმუნის ერთი კბილი აღმოაჩინეს. 1948 წელს, გლადისვალში მუშაობდა ამერიკული ექსპედიცია, მაგრამ წარუმატებლად — მათ ერთი ნამარხიც კი ვერ იპოვეს. 1954 წელს, არეალში მუშაობა დაიწყო ს. კ. ბრაინმა. მისი სამ ათწლეულიანი შრომა დასრულდა იმით, რომ სვარტკრანსის მღვიმე აკვნის ტერიტორიაზე ჰომინიდების ნამარხების რაოდენობით მეორე უდიდესი არეალი აღმოჩნდა. აქ ასევე აღმოჩენილ იქნა ცეცხლის გამოყენების პირველი შემთხვევა, რომელიც 1 მლნ წლით თარიღდება.

კაცობრიობის აკვანში ჰომინიდთა ნაშთები აღმოჩენილია დოლომიტურ მღვიმეებში, რომლებიც იმავე დროს გახვეული იყო კირქვისა და სხვა დანალექების ნარევში. არაა გამორიცხული, ჰომინიდები მთელი აფრიკის მასშტაბით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ნაშთები აღმოჩენილია მხოლოდ იმ არეალებში, სადაც პირობებმა ნამარხების ფორმირებასა და შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

Photographies by:
John Walker - Public domain
Statistics: Position
1121
Statistics: Rank
109134

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
783951246Click/tap this sequence: 8511
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near კაცობრიობის აკვანი ?

Booking.com
492.698 visits in total, 9.213 Points of interest, 405 Destinations, 7 visits today.