平仮名 ( ჰირაგანა )

ჰირაგანა, მარცვლოვანი დამწერლობა, იაპონური დამწერლობის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კატაკანასთან და კანჯისთან (იეროგლიფიკასთან) ერთად. ჰირაგანას და კატაკანას საერთო სახელწოდებაა კანა. კანას თითოეული სიმბოლო წარმოადგენს ხმოვანს, თანხმოვანს ხმოვნითურთ ან ცხივირისმიერ ん-ს, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე უახლოვდება ხან ნ-ს და ხან მ-ს, ფრანგული ცხვირისმიერი თანხმოვნების მსგავსად.