Kölner Dom

( კელნის საკათედრო ტაძარი )

კელნის საკათედრო ტაძარი (გერმ. Kölner Dom, სრული სახ. Hohe Domkirche St. Peter und Maria) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კელნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, მისი დასრულების შემდგომი დროიდან მოყოლებული. კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კელნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა. 1880 წელს ტაძრის ქიმების დასრულებიდან, კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყოს ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაუსწრო (ქ. ვაშინგტონში). ის ასევე მსოფლიოს უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი შენობა იყო პარიზში 1889 წელს ეიფელის კოშკის დასრულებამდე. კელნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში. ამ მხრივ მას მხოლოდ ულმის მიუნსტერის კოშკი უსწრებს.

Photographies by:
Statistics: Position
159
Statistics: Rank
345591

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
759268413Click/tap this sequence: 3313
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კელნის საკათედრო ტაძარი ?

Booking.com
493.656 visits in total, 9.222 Points of interest, 405 Destinations, 9 visits today.