Chrysler Building

( კრაისლერ-ბილდინგი )

კრაისლერ-ბილდინგი (ინგლ. Chrysler Building, კრაისლერის შენობა) — 319 მეტრის (1048 ფუტი) სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი, რომელიც მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე, 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის-ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კორპორაცია კრაისლერის მიერ, თუმცა ამჟამად შენობა Abu Dhabi Investment Council (90%) და Tishman Speyer (10%) საკუთრებაშია. კრაისლერ-ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში, რომლის სიმაღლემ 1000 ფუტს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.

ისტორია

შენობის პროექტი ეკუთვნის უილიამ ვან ალენს, რომელიც უილიამ რეინოლდსის შეკვეთით შესრულდა. პროექტი შემდგომში უოლტერ კრაისლერმა შეიძინა საკუთარი კომპანიის შტაბ-ბინისთვის.

შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ-ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არც ერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით კრეიგ სევერანსის, უოლ სტრიტზე მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად (ეს ტერმინი გამორიცხავს ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა ეიფელის კოშკი).

თუმცა ვან ალენს საიდუმლოდ უკვე ჰქონდა აღებული ნებართვა კრაისლერზე 125 ფუტი (38.1 მ) სიმაღლის ქიმის დასამონტაჟებლად, რომელსაც ასევე კონსპირაციულად ამავე შენობის შიგნით აწყობდნენ. ქიმი, რომელიც "ნიროსტას" უჟანგავი ლითონისა იყო, შენობის თავზე აღმართეს 1929 წლის 23 ოქტომბერს, რამაც კრაისლერ ბილდინგი არა მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი შენობა, არამედ მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახადა. ვან ალენი და კრაისლერი ამ ტიტულით მხოლოდ ერთი წელიღა ამაყობდნენ, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში დასრულდა მშენებლობა ემპაია სტეიტ ბილდინგზე. ამ ფაქტით განაწყენებულმა ბატონმა კრაისლერმა ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. კრაისლერ ბილდინგი საზოგადოებისთვის 1930 წლის 27 მაისს გაიხსნა.[1][2]

Landmarks Preservation Commission 1978, p. 2.CHRYSLER BUILDING, CITY'S HIGHEST, OPEN (28 მაისი, 1930). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2017[მკვდარი ბმული]

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
527931864Click/tap this sequence: 1839
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კრაისლერ-ბილდინგი ?

Booking.com
491.323 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 10 visits today.