Flatiron Building

( ფლატირონ ბილდინგი )

ფულერის შენობა, ანუ უფრო ცნობილი როგორც ფლატირონ ბილდინგი (სიტყვასიტყვით - შენობა-უთო) იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში მისი მშენებლობის დასრულების დროს 1902 წელს. შენობის პროექტი ეკუთვნის ჩიკაგოელ დენიელ ბარნჰემს და შესრულებულია ბოზ-არტ სტილში სამკუთხა ბლოკ-კუნძულზე 23-ე ქუჩის, მე-5 ავენიუსა და ბროდვეის შორის, მედისონ სქვერის კუთხეში. კლასიკური ბერძნული კოლონადის სტილის თანახმად მისი კირქვისა და მოჭიქული ტერა-კოტის ფასადი ჰორიზონტალურად დაყოფილია სამ ნაწილად.

ადგილობრივებმა შენობისადმი ინტერესი სწრაფად გამოამჟღავნეს და ნიძლავს დებდნენ იმაზე თუ რა პერიმეტრზე გაიფანტებოდა შენობის ნანგრევები იმ შემთხვევაში თუ ნიუ-იორკის განუყრელი ქარი მის წაქცევას მოახერხებდა, დაარქვეს რა მას „ფლატირონი“ (ინგლ. ბრტყელი უთო) იმ დროინდელ უთოსთან მსგავსების გამო. მომრგვალებული წვეტის ბოლოში შენობის სიგანე მხოლოდ 2 მეტრია. 22 სართულიანი შენობა 87 მეტრის სიმაღლისაა და მას მანჰეტენზე ყველაზე ძველ დღემდე შემორჩენილ ცათამბჯენად მიიჩნევენ, თუმცა ფაქტობრივად შედარებით ძვ...დაწვრილებით

ფულერის შენობა, ანუ უფრო ცნობილი როგორც ფლატირონ ბილდინგი (სიტყვასიტყვით - შენობა-უთო) იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში მისი მშენებლობის დასრულების დროს 1902 წელს. შენობის პროექტი ეკუთვნის ჩიკაგოელ დენიელ ბარნჰემს და შესრულებულია ბოზ-არტ სტილში სამკუთხა ბლოკ-კუნძულზე 23-ე ქუჩის, მე-5 ავენიუსა და ბროდვეის შორის, მედისონ სქვერის კუთხეში. კლასიკური ბერძნული კოლონადის სტილის თანახმად მისი კირქვისა და მოჭიქული ტერა-კოტის ფასადი ჰორიზონტალურად დაყოფილია სამ ნაწილად.

ადგილობრივებმა შენობისადმი ინტერესი სწრაფად გამოამჟღავნეს და ნიძლავს დებდნენ იმაზე თუ რა პერიმეტრზე გაიფანტებოდა შენობის ნანგრევები იმ შემთხვევაში თუ ნიუ-იორკის განუყრელი ქარი მის წაქცევას მოახერხებდა, დაარქვეს რა მას „ფლატირონი“ (ინგლ. ბრტყელი უთო) იმ დროინდელ უთოსთან მსგავსების გამო. მომრგვალებული წვეტის ბოლოში შენობის სიგანე მხოლოდ 2 მეტრია. 22 სართულიანი შენობა 87 მეტრის სიმაღლისაა და მას მანჰეტენზე ყველაზე ძველ დღემდე შემორჩენილ ცათამბჯენად მიიჩნევენ, თუმცა ფაქტობრივად შედარებით ძველი პარკ-როუ ბილდინგი (1899) რამდენიმე სართულით მაღალია.

შენობის აეროდინამიულმა სტრუქტურამ ორპირი ქარის ეფექტი წარმოშვა მის გარშემო მდებარე ქუჩებზე. ამბობენ, რომ შენობის ადრეულ დღეებში, როცა ქალბატონის შიშველი წვივის დანახვა დიდ აჟჲოტაჟს იწვევდა, უსაქმურები დაეწყობოდნენ ხოლმე შენობის ტროტუართან თვალწარმტაცი სანახაობის მოლოდინში. პოლიციის თანამშრომლები დროდადრო გამოივლიდნენ სეირის მომლოდინეთა გასაფანტავად მათი 23-ე ქუჩის სათვალთვალო პოზიციებიდან; სწორედ ამის გამო ამ ადგილს ტროტუარზე „23 სკიდუ“ (23 skidoo) დაექვა.

ამჟამად ფლატირონი პოპულარული ადგილია ტურისტთა ფოტოგრაფირებისთვის, ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ასევე ფუნქციონალური საოფისე შენობაა, რომელშიც რამდენიმე გამომცემლობა მდებარეობს გაერთიანუბული "ჰოლცბრინკ პაბლიშერზ" სახელით. აღდგენითი სამოუშაოების გამო ფლატირონის წვეტიანი კუთხე 2005 წლის დეკემბრიდან ხარაჩოებზე აკრული შავი ტილოთია დაფარული.

წარმტაცი შენობის ზეგავლენით მანჰეტენის მიმდებარე უბანს „ფლატირონ დისტრიქტი“ ჰქვია.

Photographies by:
Paul Sableman - CC BY 2.0
Statistics: Position
4026
Statistics: Rank
29609

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
819473256Click/tap this sequence: 7162
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ფლატირონ ბილდინგი ?

Booking.com
491.267 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 111 visits today.