Μεταξά ( მეტაკსა )

მეტაქსა (ბერძ. Μεταξά) — ბერძნული ქარვისფერი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც შექმნა სპიროს მეტაკსამ 1888 წელს. მისი გემო მოდის კუნძულ სამოსის, დაძველებლი ღვინის დისტილატებისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეების კომბინაციით.

მეტაკსას კოლექციაში შედის: მეტაკსა 5 ვარსკვლავი, მეტაკსა 7 ვარსკვლავი, მეტაკსა 12 ვარსკვლავი, მეტაკსა გრანდ ფაინი, მეტაკსა კერძო რეზერვი, მეტაკსა ანგელოზების საგანძური და აენ მეტაკსა .

მეტაკსა იყიდება 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, ირლანდიაში და ა.შ.

მეტაკსა რემი კუანტროს (Rémy Cointreau) ჯგუფის ნაწილია 2000 წლიდან.