ნეპალური ენა

ნეპალური ენა — ინდოარიული ენების ოჯახის წარმოამადგენელი. ის ნეპალის გარდა ფართოდაა გავრცელებული ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში, ასევე ბჰუტანსა და მიანმარში. მას ოფიციალური სტატუსი აქვს ნეპალსა და ინდოეთის შემდეგ შტატებში: სიკიმი; დასავლეთი ბენგალი; დარჯილინგი. ნეპალურს ლექსიკის 40% ბენგალური ენის იდენტური აქვს.

ისტორიულად მას თავიდან ერქვა ხასი, შემდეგ გორხალი ან გურხალი (გორხალის სამეფოს ენა).