Pinar del Río

( პინარ-დელ-რიო )

პინარ-დელ-რიო (ესპ. Pinar del Río) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ჰავანიდან 156 კმ-ით დასავლეთით, ზღვის დონიდან 60 მეტრზე. მის ტერიტორიას კვეთს რიო-გუამა. 2004 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 190 532 ადამიანს.

ისტორია

ქალაქი 1669 წელს დაარსდა და ნუევა-ფილიპინა ერქვა. იმის გამო, რომ რიო-გუამის მიმდებარე ტერიტორია ფიჭვის ტყეებით იყო დაფარული, ამიტომ ქალაქს სახელი გადაარქვეს და პინარ-დელ-რიო უწოდეს (pine — ფიჭვი). ძველად ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი გუანაჰატაბეიესის ტომები სახლობდა, რომლებიც დღეს მოსპობილია. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, რაც კუბური თამბაქოს პოპულარობით იყო გამოწვეული. კუბის რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღეისათვის პინარ-დელ-რიო კუბის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქალაქად მიიჩნევა.

1896 წელს ქალაქი გენერალმა ანტონიო მასეომ დაიკავა. სწორედ ეს გახდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აშშ-ის ჩართვისა. კუბის კრიზისისას, რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან სწორედ აქ იქნა დამონტაჟებული საბჭოურ ქობინათა უმრავლესობა.

Photographies by:
Statistics: Position
7958
Statistics: Rank
5105

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
673814295Click/tap this sequence: 6255
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პინარ-დელ-რიო ?

Booking.com
493.175 visits in total, 9.217 Points of interest, 405 Destinations, 76 visits today.