Bahía de Cochinos

( ღორების ყურე )

ღორების ყურე (ესპ. Bahía de Cochinos) — ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვაში.

1910 წლიდან მიეკუთვნება სანტა-კლარას პროვინციას, ხოლო 1976 წლიდან მატანსასის პროვინციის შემადგენლობაშია. ქმნის საპატის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. ხაგუეი-გრანდედან სამხრეთით მდებარეობს 30 კილომეტრში, სიენფუეგოსიდან დასავლეთით 70 კილომეტრში, ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში. ყურის დასავლეთ ნაწილში არის მარჯნის რიფები, რომელიც ესაზღვრება საპატის ჭაობებს. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მანგროვიანები და ჭაობების მძლავრი მასივები.

ღორების ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი ბუენა-ვენტურა. ყურის ესპანური სახელწოდება Bahía de Cochinos უკავშირდება არა ღორებს, არამედ (სავარაუდოდ) თევზის სახეობას — Orangeside triggerfish (ლათ. Balistes vetula, ესპ. Cochino).

1961 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებით საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორე...დაწვრილებით

ღორების ყურე (ესპ. Bahía de Cochinos) — ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვაში.

1910 წლიდან მიეკუთვნება სანტა-კლარას პროვინციას, ხოლო 1976 წლიდან მატანსასის პროვინციის შემადგენლობაშია. ქმნის საპატის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. ხაგუეი-გრანდედან სამხრეთით მდებარეობს 30 კილომეტრში, სიენფუეგოსიდან დასავლეთით 70 კილომეტრში, ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში. ყურის დასავლეთ ნაწილში არის მარჯნის რიფები, რომელიც ესაზღვრება საპატის ჭაობებს. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მანგროვიანები და ჭაობების მძლავრი მასივები.

ღორების ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი ბუენა-ვენტურა. ყურის ესპანური სახელწოდება Bahía de Cochinos უკავშირდება არა ღორებს, არამედ (სავარაუდოდ) თევზის სახეობას — Orangeside triggerfish (ლათ. Balistes vetula, ესპ. Cochino).

1961 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებით საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, რათა მოეხდინათ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ფიდელ კასტროს გადაყენება.


Photographies by:
Statistics: Position
5684
Statistics: Rank
16336

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
953847621Click/tap this sequence: 3819

Google street view

Where can you sleep near ღორების ყურე ?

Booking.com
491.203 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 41 visits today.