Saaremaa

( საარემაა )

საარემაა (ესტ. Saaremaa, დან. Øsel, გერმ. Ösel, შვედ. Ösel, ლატვ. Sāmsala, პოლ. Sarema) — ესტონეთის უდიდესი კუნძული, ფართობით 2673 კმ²-ია და მოონზუნდის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილის დასავლეთით, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და კონტინენტისგან სრუტე სუურ ვიანით, ანუ დიდი სრუტითაა გამოყოფილი. კუნძულის დედაქალაქია ქ. კურესაარე (მოსახლეობა 16 100). მანძილი მას და ტალინს შორის 216 კმ–ია.

კურესაარე ცნობილია მისი კარგად შემონახული ციხესიმაგრით, რომელიც შედგება XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლისგან (დღეს მასში საარემაას მუზეუმია განლაგებული) და მისი გარემომცველი XVI-XIX ბასტიონთა წყებისგან, რომელთა წინ თხრილებია გათხრილი. ქალაქის ცენტრში კიდევ რამდენიმე საინტერესო შენობა მდებარობს, რომელთა შორის აღსანიშნავია ადრეული ბაროკოს სტილის რატუშა და საზომთა სახლი (ორივე XVII საუკუნის).

საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცი...დაწვრილებით

საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძული მუჰუ, რომელიც საარემაას ადმინისტრაციულ რაიონში შედის. საარემაას და მუჰუს კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესია (კაარმა, კარია, მუჰუ, ვალიალა) და ყოფილ არისტოკრატთა სასახლეები (ქოილიალა, ლოონე, პიადასტე, ტოილუსტე). აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობანი — მიჰქლის ფერმა-მუზეუმი, მეთევზეთა სოფელი ქოგუვა და ანგლას ქარის წისქვილები.

საარემაზე მდებარეობს ესტონეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა — ტბა კაალი, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ასტეროიდის დარტყმით წარმოქმნილ იდეალურად წრიულ კრატერში მდებარეობს. კუნძულზე მდებარეობს ვიიდუმიაეს და ვილსანდის ნაკრძალები — პირველი მცენარეთა იშვიათი სახეობების, ხოლო მეორე გადამფრენი და მობუდარი ფრინველების დასაცავად. აღსანიშნავია აგრეთვე კირქვის დიდი ფლატეები, რაც რამდენიმე ადგილას გარს ეკვრის სანაპირო ზოლს.

Photographies by:
Abrget47j - CC BY-SA 3.0 ee
Statistics: Position
2851
Statistics: Rank
42882

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
513984726Click/tap this sequence: 7951
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near საარემაა ?

Booking.com
492.875 visits in total, 9.215 Points of interest, 405 Destinations, 15 visits today.