Context of ესტონეთი

ესტონეთი (ესტ. Eesti), ოფიციალურად ესტონეთის რესპუბლიკა (ესტ. Eesti Vabariik) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ფინეთის ყურე, დასავლეთიდან ბალტიის ზღვა, სამხრეთით ლატვია (343 კმ.) ხოლო აღმოსავლეთით ჩუდ-ფსკოვის ტბა და რუსეთი (338,6 კმ). ტერიტორიაში შედის ძირითადი ნაწილი და ბალტიის ზღვის 2,222 კუნძული; მთლიანი ფართობი 42,388 კმ2-ია და ხასიათდება ნოტიო კონტინენტური კლიმატით. ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი, და ტარტუ ქვეყნის უდიდესი ქალაქებია ურბანული ტერიტორიების მხრივ; სხვა აღსანიშნავ ქალაქებს მიეკუთვნება ნარვა, პიარნუ, კოჰტლა და ვილიანდი. ქვეყნის ოფიციალური ენა, ესტონური ენა, არის მეორე ყველაზე გავრცელებული ენა ფინურ ენებში.

არის დემოკრატიურლი უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 15 მუნიციპალიტეტად. 1.3 მილიონი მცხოვრებით ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა ევროპის კავშირის, ევროზონის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორ...დაწვრილებით

ესტონეთი (ესტ. Eesti), ოფიციალურად ესტონეთის რესპუბლიკა (ესტ. Eesti Vabariik) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ფინეთის ყურე, დასავლეთიდან ბალტიის ზღვა, სამხრეთით ლატვია (343 კმ.) ხოლო აღმოსავლეთით ჩუდ-ფსკოვის ტბა და რუსეთი (338,6 კმ). ტერიტორიაში შედის ძირითადი ნაწილი და ბალტიის ზღვის 2,222 კუნძული; მთლიანი ფართობი 42,388 კმ2-ია და ხასიათდება ნოტიო კონტინენტური კლიმატით. ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი, და ტარტუ ქვეყნის უდიდესი ქალაქებია ურბანული ტერიტორიების მხრივ; სხვა აღსანიშნავ ქალაქებს მიეკუთვნება ნარვა, პიარნუ, კოჰტლა და ვილიანდი. ქვეყნის ოფიციალური ენა, ესტონური ენა, არის მეორე ყველაზე გავრცელებული ენა ფინურ ენებში.

არის დემოკრატიურლი უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 15 მუნიციპალიტეტად. 1.3 მილიონი მცხოვრებით ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა ევროპის კავშირის, ევროზონის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის, შენგენის ზონის, ნატოს და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის.

ესტონეთი არის განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2004 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ადამიანის განვითარების ინდექსი ქვეყანაში ძალიან მაღალია; აგრეთვე მაღალ დონეზეა ეკონომიკური და სამოქალაქო თავისუფლება, განათლება და პრესის თავისუფლება. ესტონეთის მოქალაქეები იღებენ საყოველთაო ჯანდაცვას, უფასო განათლებასა და ყველაზე ხანგრძლივ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში. ქვეყანას ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ციფრულად-მოწინავე საზოგადოება: 2005 წელს ესტონეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც არჩევნები ჩაატარა ინტერნეტით, ხოლო 2014 წელს, პირველი სახელმწიფო, რომელმაც უზრუნველყო ელექტრონული რეზიდენცია.

Phrasebook

გამარჯობა
Tere
მსოფლიო
Maailm
Გამარჯობა მსოფლიო
Tere, Maailm
Გმადლობთ
Aitäh
ნახვამდის
Hüvasti
დიახ
Jah
არა
Ei
Როგორ ხარ?
Kuidas sul läheb?
Კარგი, მადლობა
Hästi, tänan
Რა ღირს?
Kui palju see maksab?
Ნული
Null
ერთი
Üks

Where can you sleep near ესტონეთი ?

Booking.com
491.190 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 34 visits today.